"მის გამო ქმარი მივატოვე და ამას არ ვნანობ..."
"მის გამო ქმარი მივატოვე და ამას არ ვნანობ..."
"ჩემი სახელია ანა და  მარტო არ ვცხოვრობ, ჩემთან ერთად უზარმაზარი მალამუტის ჯიშის ძაღლი აქსელია. ის ქუჩაში ვიპოვე. საოცარია, როგორ რჩებიან ასეთი კეთილი შინაური ცხოველები პატრონის გარეშე. 

ქუჩაში ცხოვრებისგან აქსელი საშინლად გამოიყურებოდა. მას კანზე არაერთი ჭრილობა ქონდა, ბეწვი ზოგიერთ ადგილას გაცვენილი და უამრავი პარაზიტი ჰყავდა. ის იყო გაურკვეველი ჯიშის ტიპიური მაწანწალა.

იმ პერიოდში, როდესაც აქსელი ვიპოვე, ცხოველთა თავშესაფარში მოხალისედ ვმუშაობდი. ჩვენ ქუჩაში ვეძებდით მომაკვდავ ძაღლებს, რომლებიც თავშესაფარში მიგვყავდა და ვმკურნალობდით.

აქსელი მიტოვებულ საწყობში ვიპოვეთ. ის ერთ-ერთ კონტეინერში იმალებოდა. 4-5 საათის განმავლობაში
ვცდილობდი მისი ნდობის მოპოვებას, რომ გამოსულიყო.

როდესაც მის თვალებს შევხედე, ისეთი დარდი, ტკივილი და იმედგაცრუება
ამოვიკითხე, რომ ცრემლები ვერ შევიკავე.

სწორედ მას შემდეგ გადავწყვიტე, ძაღლი სახლში წამეყვანა. დიდი ძალისხმევის შედეგად, აქსელი მანქანაში ჩავსვი, მას ყველაფრის ეშინოდა, თუმცა, შემდეგ მენდო. აქედან ჩვენი მეგობრობაც დაიწყო.

თავშესაფარში მისი დაბინავება არ მინდოდა, რადგან ვიცოდი, შეეშინდებოდა, ამიტომ სახლში ვმკურნალობდი, მაგრამ ჩემმა ქმარმა კატეგორიულად გამომიცხადა: "თუ ამ ბინძურ არსებას სახლიდან არ გააგდებ, ვესვრი და მოვკლავ!"

მე მას პირობა მივეცი, რომ ამ საქმეს მივხედავდი. რამდენიმე დღეში მართლაც მოვაგვარე - შევაგროვე ჩემი ნივთები, ჩავსვი აქსელი მანქანაში და ქმარი სამუდამოდ მივატოვე.

დრო გადიოდა, ძაღლის ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა უმჯობესდებოდა. ადამიანების ნდობაც ნელ-ნელა დაუბრუნდა.

დღეს აქსელი სრულიად გამოჯანმრთელდა, მაგრამ ზოგჯერ, ძირითადად საღამოს, ძილის წინ, იგი ჩაფიქრებული და ძალიან მოწყენილია.

შესაძლოა, ძაღლი თავის წარსულს იხსენებს... აი, მე  ჩემი ქმარი თითქმის არც კი მახსენდება. მას ჩემი არასოდეს ესმოდა."

ასევე იხილეთ:

გორში მიტოვებული ლაბრადორი, სახელად "მარკო" მზრუნველმა ოჯახმა შეიფარა, თუმცა მისი ბურუსით მოცული წარსული 3 წლის შემდეგ გაირკვა...


"უპატრონო ძაღლების ატანა არ მქონდა, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ სიყვარულის ღირსნი არიან..."

"გოგონა ძალიან მიყვარდა, მაგრამ მისი გულისთვის ერთგულ მეგობარს ვერასოდეს ვუღალატებდი"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?