დიდ ბრიტანეთში პირველი კლონირებული ძაღლი გაჩნდა (+ ფოტო & ვიდეო)
დიდ ბრიტანეთში პირველი კლონირებული ძაღლი გაჩნდა (+ ფოტო & ვიდეო)
29 წლის ბრიტანელმა რებეკა სმიტმა თავისი ტაქსას ჯიშის ძაღლის ვინის ზუსტ ასლს მინი-ვინი დაარქვა. იგი გახდა დიდ ბრიტანეთში ძაღლის და მისი გენეტიკური ასლის პირველი მფლობელი.

მინი-ვინის კლონი 12 წლის ტაქსა ვინის კანის უჯრედისგან სამხრეთ კორეაში მდებარე ლაბორატორიაში შექმნეს. პატრონის თქმით, მინი-ვინი ყველაფერში ვინის ლეკვობის პერიოდის "კოპირებას" ახდენს და მომხდარს "ნამდვილ საოცრებას" უწოდებს.

ბრიტანელმა ერთი საინტერესო ფაქტიც აღნიშნა: ორივე ტაქსა იმდენად ერთნაირად იქცევა, რომ ძილის პერიოდიც ერთნაირი აქვთ და დილით ერთდროულად იღვიძებენ.

კლონირების პროცედურა დაახლოებით 100 ათასი დოლარი დაჯდა. თუმცა, ლონდონის
მცხოვრებს ამის გადახდა არ მოუწია, რადგან საყვარელი ძაღლის კლონირების შესაძლებლობა მან მას შემდეგ მოიგო, რაც
კომპანია Sooam Biotech-ის მიერ (რომელიც შინაური ცხოველების კლონირებითაა დაკავებული) ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებული გახდა.


იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?