ყველაზე არასასურველი ძაღლი 7 წლის შემდეგ მზრუნველ ოჯახში მოხვდა
ყველაზე არასასურველი ძაღლი 7 წლის შემდეგ მზრუნველ ოჯახში მოხვდა
"პატერდეილ ტერიერის ჯიშის ძაღლი, სახელად ბენჯი, დიდ ბრიტანეთში ცნობილი გახდა, როგორც ყველაზე "არასასურველი" შინაური ბინადარი, რადგან მისი აყვანის მსურველი დიდი ხანი არ ჩანდა. 7-წლიანი ძიების შემდეგ, მან საბოლოოდ იპოვა მზრუნველი ოჯახი," - წერს ჟურნალი Metro.

პოტენციური პატრონები მასზე უარს აცხადებდნენ, რადგან ბენჯის აქვს დიაბეტი, ამიტომ ცხოველს განსაკუთრებული დიეტა ესაჭიროება, ამასთანავე - ყოველდღიურად ინსულინის ინექციაც.

დიდი ბრიტანეთის თავშესაფარმა Easterleigh Animal Sanctuary-იმ მოაწყო სპეციალური პიარ კამპანია, რომელიც ეძღვნებოდა ბენჯის. ჟურნალისტის თქმით, ახალი პატრონი ბენჯის ყავისფერმა თვალებმა მოაჯადოვა, ამიტომ ის სახლში წაიყვანა და
დაარქვა "გასაოცარი".

თავშესაფრის თანამშრომელმა მარკ კარტმერმა გამოთქვა იმედი, რომ მსოფლიოში ყველა ძაღლისთვის არსებობს "ის" ერთადერთი
პატრონი, მიუხედავად ცხოველის ჯანმრთელობისა თუ სხვა პრობლემისა.

ასევე იხილეთ:

სტუდენტებმა მოაწყვეს შთამბეჭდავი აქცია უპატრონო ცხოველების დასახმარებლად

ჯორჯ კლუნიმ გადაარჩინა ძაღლი, რომლის აყვანაც არავის სურდა

ბრიტანელებმა ძაღლის ყველაზე საყვარელი ჯიშები დაასახელეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?