კარანტინში მყოფმა მექსიკელმა მამაკაცმა თავისი ძაღლი ჩიფსების საყიდლად გაუშვა
ამ კრიზისულ პერიოდში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება და ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ
სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანციის შენარჩუნებისკენ, ადამიანები იძულებულნი არიან, ჩვეული ცხოვრების რიტმი შეცვალონ. მაგალითად, მექსიკის მცხოვრებმა, საყვარელი ჩიფსების საყიდლად, მაღაზიაში თავისი ოთხფეხა მეგობარი გაუშვა.
პანდემიის პირობებში არც ისე მარტივია საყვარელი სასუსნავის ყიდვა. ანტონიო მუნსონმა გადაწყვიტა, კარანტინის პირობები არ დაერღვია და უახლოეს მაღაზიაში თავისი ჩიხუახუა გაგზავნა.

"კარანტინის მესამე დღეა. ჩემი საყვარელი ჩიფსები გამითავდა", - წერს სოციალურ ქსელში მექსიკელი მამაკაცი.

მან ძაღლს საბელზე ფული და წერილი დაამაგრა შემდეგი ტექსტით:
"გამარჯობა, ბატონო გამყიდველო.
გთხოვთ, ჩემს ძაღლს სტაფილოსფერ შეფუთვაში ჩიფსები მისცეთ, არა წითელი, ის ძალიან ცხარეა. საბელზე მიმაგრებულია 20
დოლარი. გაფრთხილებთ: თუ ძაღლს ცუდად მოექცევით, შესაძლოა, გიკბინოთ. თქვენი მეზობელი".

თავიდან ჩიხუახუა დაიბნა, მაგრამ დავალება წარმატებით შეასრულა.

მუნსონმა თავის ოთხფეხა დამხმარეს, მაღაზიიდან დაბრუნებისას, ფოტოები გადაუღო და სოციალურ ქსელში გააზიარა.

წყარო:
boredpanda.com