პიტბულმა და ჰასკიმ სარბენი ბილიკისთვის "დაუნდობელი ბრძოლა" გამართეს (სახალისო ვიდეო)
ტაილანდელმა თავისი შინაური ცხოველების მეგობრული დაპირისპირების სცენა ვიდეოზე გადაიღო.

"პიტბულმა, სახელად ლაქიმ, რომელიც სარბენ ბილიკზე ვარჯიშობდა, მაგალითი აჩვენა თავის მეგობარს - ჰასკის, სახელად ლუფის", - წერს ძაღლების პატრონი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე და ამასთანავე სახალისო ვიდეოს ავრცელებს.

ვიდეოს ავტორის თქმით, ლუფი შეჯიბრს შეუერთდა და ცდილობდა, მთლიანი სავარჯიშო ბილიკი თავად დაეკავებინა, თუმცა, პიტბულმა მას პირველობა არ დაუთმო. ლაქი ცდილობდა, ვარჯიში გაეგრძელებინა და ამავე დროს თავისი მეგობარი სარბენი ბილიკიდან გადაეგდო.

ინტერნეტ სივრცეში კადრები სწრაფად გავრცელდა და არაერთი სახალისო კომენტარიც მოჰყვა.

ასევე იხილეთ:

რომელმა
ძაღლმა მოიპარა ძეხვი? მეგობრებმა პატრონთან ერთ-ერთი ძაღლი გასცეს


ძაღლებმა პატრონს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყვეს

ჯიუტი ძაღლი
პატრონის გვერდით ადგილს არ თმობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?