ბავშვი და ძაღლი მშობლებმა "დანაშაულის" ადგილზე დაიჭირეს (სახალისო ვიდეო)
საოცარია, თუ როგორ ზრუნავს ეს პატარა ადამიანი თავის ოთხფეხა მეგობარზე.

ეს ბავშვი გერმანული ნაგაზის გარემოცვაში იზრდება და ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, თუმცა, პატარა ბიჭი თავის ბინადარს ზედმეტად ანებივრებს. როდესაც მშობლები შვილსა და ოთხფეხა ბინადარს ოთახში რამდენიმე წუთი ტოვებენ, ბავშვი ხსნის კარადას და ძაღლს გემრიელობებით უმასპინძლდება.

ბავშვის მამამ ვიდეოზე ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა გადაიღო: დედა ოთახიდან რამდენიმე წუთით გავიდა, ხოლო პატარამ გახსნა კარადის კარი და ოთხფეხა მეგობრისთვის საკვები გამოაწყო. გერმანული ნაგაზიც მოუთმენლად ელოდებოდა გემრიელ სასუსნავებს.

ასევე იხილეთ:

შინაური ცხოველების რეაქცია საკვების დანახვისას

კატამ თავი მოიმკვდარუნა და პატრონს თეფშიდან თევზი ააცალა

ძაღლი უცხო ოჯახში საკვების სათხოვნელად მივიდა, თუმცა მის ყელსაბამზე უცნაურმა ტექსტმა მასპინძლები გააოცა


!!!
ორივე საყვარელია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?