ძაღლები ერთი თვე დარაჯობდნენ მეგობარს, რომელიც მანქანამ იმსხვერპლა (ემოციური ვიდეო)
ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში რამდენიმე უპატრონო ძაღლი ერთი თვე დარაჯობდა მეგობარს, რომელსაც მანქანამ დაარტყა და დაიღუპა. ადგილობრივი მცხოვრების თქმით, ცხოველები ადამიანებს სიახლოვეს არ უშვებდნენ. ისინი დღე და ღამე გარდაცვლილი მეგობრის გვერდით იყვნენ.

Pear Video-ს მიერ გადაღებულ კადრებში ასახულია ერთ-ერთი ძაღლი, რომელიც მკვდარ ცხოველს დარაჯობს.

ძაღლს დაახლოებით ერთი თვის წინ მანქანამ დაარტყა.

ერთ საღამოს ინციდენტის სიახლოვეს ადგილობრივმა მცხოვრებმა გაიარა და უეცრად მას ძაღლებმა ყეფა დაუწყეს, ქალი თავიდან ვერ მიხვდა ამის მიზეზს, თუმცა, მოგვიანებით, შეამჩნია, რომ ცხოველები მკვდარ მეგობარს იცავდნენ.

"ისინი ყოველთვის ყურადღებით არიან. შესაძლოა
შიში აქვთ, რომ ადამიანები მათ მეგობარს მიუახლოვდებიან", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

ერთგული მეგობრები დღე და
ღამე დარაჯობდნენ მკვდარ ძაღლს და ამ ადგილზე მათი კვალიც კი დარჩა.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაინც შეძლეს ძაღლის დამარხვა.

ეს სევდიანი ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს ძაღლის ერთგულებასა და თანაგრძნობას.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

თვითმხილველმა გადაიღო კატა, რომელსაც არ სჯერა მეგობრის დაღუპვის და მას მანქანის ქვეშ მალავს

ძაღლი გასაჭირში ჩავარდნილ მეგობარს ერთი კვირა დარაჯობდა

ერთგული ძაღლი მოხუცი პატრონის საფლავს არ ტოვებს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?