ძაღლი გასაჭირში ჩავარდნილ მეგობარს ერთი კვირა დარაჯობდა
ძაღლი გასაჭირში ჩავარდნილ მეგობარს ერთი კვირა დარაჯობდა
ბასეტ-ჰაუნდი, სახელად ფიბი და სეტერი, სახელად თილი სახლიდან უკვალოდ გაქრნენ. ისინი თავიანთ პატრონებთან ერთად ვაშონში, ვაშინგტონის შტატში ცხოვრობენ. 

ოჯახი მათ დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, თუმცა, ამაოდ. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, მათ იმედი გადაეწურათ, რომ ძაღლებს ცოცხალს იპოვიდნენ.

პატრონებმა მათი ფოტოები Facebook-ზეც გაავრცელეს. როდესაც ერთ-ერთმა მკითხველმა ძაღლების ფოტოზე კომენტარი დატოვა: "ტყის მახლობლად ადამიანებმა რამდენჯერმე დაინახეს სეტერის ჯიშის ძაღლი", გაჩნდა იმედი შინაური ცხოველების პოვნისა.

პატრონი და მოხალისეები დაუყოვნებლივ წავიდნენ აღნიშნულ ადგილზე. მათ დაინახეს სეტერი თილი, რომელიც ჭასთან იდგა, ხოლო ცარიელ ჭაში ფიბი
იყო.

Zooclub

როგორც გაირკვა, თილი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში დარაჯობდა თავის მეგობარს, რომელიც ჭაში ჩავარდნილიყო და
ვერ ახერხებდა ამოსვლას. თილი მხოლოდ რამდენიმე წუთით მიდიოდა დასახლებული ადგილის სიახლოვეს, რათა დასახმარებლად ადამიანები მიეყვანა ფიბისთან.

Zooclub

ძაღლები დაუყოვნებლივ ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანეს, თუმცა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. ფიბის რამდენიმე დღიანი შიმშილისგან მხოლოდ ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდა.


ასევე იხილეთ:

ტაქსა მაშველებს სენრბერნარის გადარჩენაში დაეხმარა

უზარმაზარი მასტიფისა და პატარა ჩიხუახუას საოცარი მეგობრობა

ის დედას პატარაობაში მოპარეს, მას შემდეგ თავს მარტოსულად გრძნობდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?