პერუელი ფეხბურთის გულშემატკივარი რუსეთში, თავისი გადარჩენილი უპატრონო ძაღლის წასაყვანად დაბრუნდა
პერუელი ფეხბურთის გულშემატკივარი რუსეთში, თავისი გადარჩენილი უპატრონო ძაღლის წასაყვანად დაბრუნდა
პერუელი რიკარდო ლაზო სოჭში გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ნაკრებს გულშემატკივრობდა. თამაშის შემდეგ იგი დაშავებულ უპატრონო ძაღლს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა. მასზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო.

"ლეკვი ძალიან გამოფიტული და გამხდარი იყო. ვიფიქრე, რომ არაადამიანური საქციელი იქნებოდა მისი მიტოვება და გადავწყვიტე, დამეტოვებინა", - ამბობს რიკარდო.

მამაკაცმა იმ პერიოდში პერუში ძაღლის წაყვანა ვერ შეძლო - მომდევნო დღეს ის მიფრინავდა თავის ქვეყანაში და ძაღლისთვის საბუთების მომზადებას ვერ ასწრებდა. მან ცხოველისთვის მოძებნა ვეტერინარი, შემფარებელი და ყველანაირი ხარჯი წინასწარ დაფარა.

Zooclub

სამი კვირის შემდეგ, რიკარდო ლეკვის
წასაყვანად მოსკოვში დაბრუნდა. ბიზნესმენი ლიმადან პარიზში 12 საათი მიფრინავდა, ხოლო პარიზიდან მოსკოვის აეროპორტამდე - ოთხ
საათზე მეტი. ლეკვი მოხალისეებმა სოჭიდან მოსკოვში ჩაიყვანეს. ასევე, მათ ცხოველისთვის წინასწარ მოამზადეს ყველა საჭირო საბუთი.

რიკარდოს სურვილია, თავის ქვეყანაში უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი გახსნას. მას იმედი აქვს, რომ ეს ისტორია სხვებისთვისაც შთაგონება გახდება.

Zooclub

"ვთვლი, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან, არ უნდა იტანჯებოდნენ, ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ, არ უნდა შიმშილობდნენ და სიცივეში არ იყინებოდნენ", - ამბობს მამაკაცი.

დღეს ლეკვი რიკარდოსთან ერთად პერუს დედაქალაქში ბედნიერი განაგრძობს ცხოვრებას.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლმა სპორტსმენთან ერთად მარათონი ბოლომდე გაირბინა და პატრონიც იპოვა

სტუარდესამ სახლში წაიყვანა ძაღლი, რომელიც მას სასტუმროსთან ნახევარი წელი ელოდა

9 წლის ბავშვმა ქუჩაში დაშავებული ძაღლი იპოვა. ცხოველის განკურნებისთვის მან სკეიტბორდის გაყიდვა გადაწყვიტა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?