ბრიტანელმა "ექსტრასენსმა" ტახმა 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტები იწინასწარმეტყველა
ბრიტანელმა ექსტრასენსმა ტახმა, სახელად "მისტიურმა მარკუსმა", იწინასწარმეტყველა, თუ რომელი გუნდი გავა 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. ამის შესახებ გამოცემა "Metro" წერს.

მარკუსის წინ გაანაწილეს ვაშლები, რომლებზეც დამაგრებული იყო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები. შედეგად, ცხოველმა აირჩია ბელგიის, არგენტინის, ნიგერიისა და ურუგვაის ვაშლებზე დამაგრებული დროშები. მისტიური მარკუსის ვერსიით, სწორედ ამ ოთხი ქვეყნის ნაკრები გადავა ნახევარფინალში.

Zooclub

ცხოველის პატრონის თქმით, მისი ბინადარი არასოდეს შემცდარა. როგორც აღმოჩნდა, მარკუსმა 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონი ნაკრებიც წინასწარ გამოიცნო. გარდა ამისა, მან "იწინასწარმეტყველა" 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებული აშშ-ს
პრეზიდენტი და ბრექსიტი (გაერთიანებული სამეფოს გასვლა ევროკავშირიდან).

Zooclub

ფერმის მფლობელი, ვისთანაც ღორი ცხოვრობს, "ორაკულის" საოცარ ნიჭს
განმარტავს: "მისტიური მარკუსი მეშვიდე შვილის მეშვიდე შვილია, სწორედ ამიტომ აქვს მას ეს უნიკალური უნარი."

წყარო: metro
dadu
სრული სისულელე და ბოდვა. არგენტინისა და ნიგერიის ჯგუფიდან ერთდროულად გასვლის ალბათობა უძალიანმცირესია არამცთუ მათი ნახევარფინალი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?