9 წლის ბავშვმა ქუჩაში დაშავებული ძაღლი იპოვა. ცხოველის განკურნებისთვის მან სკეიტბორდის გაყიდვა გადაწყვიტა
9 წლის ბავშვმა ქუჩაში დაშავებული ძაღლი იპოვა. ცხოველის განკურნებისთვის მან სკეიტბორდის გაყიდვა გადაწყვიტა
9 წლის მაუკო ქალაქ მენდოსაში (არგენტინა) ცხოვრობს. ერთ დღეს მან ქუჩაში დაშავებული ძაღლი შეამჩნია და მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა. ბავშვმა ცხოველს ფრთხილად დაბანა ჭრილობა და საკვებით გაუმასპინძლდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ იყო და ძაღლი აუცილებლად უნდა წაეყვანა ვეტერინართან. მაუკოს ოჯახს ძალიან უჭირდა, ამიტომ ცხოველის მკურნალობისთვის თანხა არ ჰქონდა.

ბავშვის დედამ, ლაურამ სოციალურ ქსელში წერილი გააზიარა:

"სამწუხაროდ, ჩვენ ცუდი ფინანსური მდგომარეობა გვაქვს. მას შემდეგ, რაც ქმარს
დავშორდი, ძალიან გვიჭირს. ავუხსენი მაუკოს, რომ ვეტერინარისთვის გადასახდელი თანხა არ გამაჩნდა. ის გაბრაზდა და მთელი დღის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა. მომდევნო დღეს იგი ბედნიერი დაბრუნდა სკოლიდან და მითხრა, რომ იდეა
აქვს."

Zooclub

ბავშვმა საკუთარი სკეიტბორდის გაყიდვა გადაწყვიტა. მან დედას სთხოვა განცხადება Facebook-ზე გაევრცელებინა.

მაუკოს საყვარელი სკეიტბორდის გაყიდვის ამბავი სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. დედა-შვილმა არაერთი წერილი მიიღო. რამდენიმე ადამიანი მათ უანგარო ფინანსურ დახმარებას სთავაზობდა. მაუკოს საყვარელი ნივთის გაყიდვა არც კი დასჭირდა იმისათვის, რომ ძაღლს დახმარებოდა.

Zooclub

დღეს შინაურ ცხოველს, რომელსაც როკო დაარქვეს, მაუკოსა და ლაურას სახით, მოსიყვარულე ოჯახი ჰყავს. ისინი ოთხფეხა მეგობრისთვის არაფერს იშურებენ.

Zooclub

ამ ისტორიაში მთავარი ბავშვის დამოკიდებულებაა, რომელიც მომავალი თაობის იმედს გვისახავს. ასწავლეთ პატარებს სუსტი არსებების მიმართ თანაგრძნობა და დედამიწა უკეთესი გახდება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?