სერფერი ძაღლი, სახელად სკაილერი, ადამიანების გულს იპყრობს (+ვიდეო)
ძაღლი სკაილერი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ინტერნეტ მომხმარებლების გულის დაპყრობას კვლავაც განაგრძობს. უჩვეულო სერფერი არა მარტო გიჟდება წყალსა და სერფინგზე, არამედ ის ბევრ პროფესიონალ სპორტსმენზე უფრო თავდაჯერებულად დგას დაფაზე.


სკაილერს სერფინგი ასწავლა თავისმა პატრონმა ჰომერომ ჰენარდომ, რომელიც თავის საყვარელ ბინადართან ერთად კალიფორნიის შტატში ცხოვრობს. ცხოველი მასთან ლეკვობის ასაკში მოხვდა და მას შემდეგ ის ჰომერომთან ერთად ზღვის ტალღებზე დგომას სწავლობს.

ზრდასრულ სკაილერს საერთოდ არ აშინებს დიდი ტალღები და დაფის დახმარებით წყლის ზედაპირზე პროფესიონალივით გადაადგილდება.

სერფერმა ძაღლმა არა ერთი თაყვანისმცემელი შეიძინა. სოციალურ ქსელში პატრონის
მიერ გაზიარებულ ვიდეოებს უამრავი მოწონება  და აღფრთოვანების გამომხატველი კომენტარები აქვს.

ასევე იხილეთ:

ბულდოგი ბიუფი - სერფინგის
დიდი მოყვარული


მან თვალი დაკარგა და სერფინგის ლეგენდად იქცა!

ეს ძაღლი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ოცნების ასრულებაში ეხმარება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?