"ძაღლი-ბაიკერი" მზის სათვალით, ჰავაის ქუჩებს იპყრობს (+ვიდეო)
ჰასკის ჯიშის ძაღლის, სოქსის პატრონმა ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ სეირნობს მოტოციკლით ოთხფეხა მეგობართან ერთად. ძაღლი არა მარტო მზის დამცავ სათვალეს ატარებს, არამედ მოტოციკლზე ზის ისე, როგორც გამოცდილი მგზავრი.

ვიდეოს მიხედვით, ჰასკის ძალიან მოსწონს მოტოციკლით ჰავაის ქუჩებში სეირნობა. სოქსი ნამდვილ ბაიკერს მოგაგონებთ: ქალაქში გასვლისას ბიჭი მას უკეთებს სათვალეს, რათა თვალებში მტვერი არ მოხვდეს, ჯდება პატრონის უკან, თათებს მხრებზე კიდებს და ამგვარად წონასწორობას კარგად ინარჩუნებს.

Zooclub

ძაღლი მოტოციკლით სეირნობისას იმდენად მშვიდად გამოიყურება, რომ პოლიციელებს მათი შეჩერებისას შესაძლოა მხოლოდ ერთი შენიშვნა  - ჩაფხუტის არქონა ჰქონდეთ.

მას შემდეგ, რაც ვიდეო Youtube -ზე გავრცელდა, სოქსი სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა. 

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

დედამ ბავშვისა და ჰასკის უცნაური დიალოგი ვიდეოზე გადაიღო


ჯიუტი ჰასკი პატრონს მანქანაში ადგილს არ უთმობს

საოცარია ჰასკისა და პატარა ბავშვის დიდი მეგობრობა!

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?