ტრაქტორის მძღოლი ძაღლი თვითმხილველების განცვიფრებას იწვევს (+ვიდეო)
6 წლის ძაღლმა რემბომ, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარე ფერმაში ცხოვრობს, ტრაქტორის მართვა ისწავლა და ფერმერ პატრონს სამეურნეო საქმეში ეხმარება.

მინი ტრაქტორზე მჯდომი ოქროსფერი რეტრივერის სანახავად არაერთი ცნობისმოყვარე ადამიანი ფერმას სტუმრობს. 

ის ამუშავებს მიწას, კრეჭს ბალახს და აკეთებს ყველა სამეურნეო საქმიანობას, რისი გაკეთებაც ტრაქტორითაა შესაძლებელი.

Zooclub

"ვერავინ იჯერებდა, როდესაც მის შესახებ ვყვებოდი. გადავიღე ვიდეო და ფოტო, რათა ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა", - ამბობს რემბოს მფლობელი, 66 წლის ალბერტ რიდი.

ალბერტის თქმით, როდესაც ადამიანები ხედავენ, თუ როგორ მართავს ძაღლი ტრაქტორს, გაოცებისგან სიტყვის წარმოთქმა უჭირთ.

Zooclub

რემბო საოცრად მეგობრული ძაღლია
და დიდი სიხარულით ხვდება სტუმრებს.

"მე მას უბრალოდ ვსვამ ტრაქტორის საჭესთან და ის თავის საქმეს ასრულებს", - ამბობს ძაღლის პატრონი.

Zooclub

ფერმერმა რემბოს ნიჭი ლეკვობის ასაკში აღმოაჩინა და მას შემდეგ ისინი სამეურნეო საქმიანობას ერთად უძღვებიან.

ასევე იხილეთ:

ძაღლი, რომელიც ფერმაში ადამიანივით მუშაობს

ლაბრადორი ყოველ დღე ავტობუსით საყვარელ პარკში სასეირნოდ მიდის
iana
აი ასე, ჩვენ ისიც არ შეგვიძლია საქართველოში ადამიანებს ვასწავლოთ შრომა,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?