მამაკაცმა სოლიდარობის ნიშნად გაიკეთა ისეთი სვირინგი, როგორიც მის ძაღლს ჰქონდა, თუმცა, სიმართლე მოგვიანებით შეიტყო
მამაკაცმა სოლიდარობის ნიშნად გაიკეთა ისეთი სვირინგი, როგორიც მის ძაღლს ჰქონდა, თუმცა, სიმართლე მოგვიანებით შეიტყო
ტეხასის (აშშ) მცხოვრებ კრის მენდიოლს დანაშაულის გრძნობა აწუხებდა, რადგან მის ძაღლს ყოფილმა პატრონებმა სვირინგი გაუკეთეს. მამაკაცმა გადაწყვიტა სოლიდარობა გამოეხატა ოთხფეხა მეგობრისთვის და იგივე სვირინგი საკუთარ სხეულზე დაიხატა. მან ფოტოები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განათავსა, თუმცა, დიდი შეცდომა დაუშვა...

"ვინც ჩემს ძაღლს ბეარს იცნობს, კარგად იცის, რომ მას სხეულზე აქვს ტატუ, რომელიც ყოფილმა პატრონებმა გაუკეთეს. არ მესმის იმ პატრონების, რომლებიც საკუთარ შინაურ ცხოველს ამისთვის იმეტებენ. ამიტომ, მეც იგივე სვირინგი დავიხატე", - სწორედ ეს კომენტარი დაურთო კრისმა ფოტოს.

Zooclub

ადამიანებმა ძაღლისადმი სოლიდარობა უარყოფითად
შეაფასეს. მიზეზი სვირინგის მნიშვნელობა იყო. "მამაკაცის ხაზგადასმული სიმბოლო" ვეტერინარის მიერ იყო გაკეთებული, რაც მიანიშნებდა, რომ
ძაღლი კასტრირებული იყო. გამოვიდა, რომ თითქოს კრისმაც იგივე პროცედურა ჩაიტარა.

Zooclub

კომენტარებში კრისს ეკითხებოდნენ, კასტრირებული იყო თუ არა ის, ზოგიერთნი ურჩევდნენ სვირინგი მშობლებისთვის არ ეჩვენებინა.

Zooclub

საბოლოოდ, კრისმა ფოტო წაშალა, თუმცა, ყოფილმა კლასელებმა სურათი თავიდან გაავრცელეს.

ძაღლის პატრონის თქმით, მან იცოდა ტატუს მნიშვნელობა და უბრალოდ ტატუ საკუთარ ოთხფეხა მეგობართან დაახლოების მიზნით გაიკეთა.

"რა თქმა უნდა, ვიცოდი მისი მნიშვნელობა. მეტიც, სანამ სვირინგს გავიკეთებდი, ვეტერინარს ვესაუბრე. ვიცოდი, რომ ნეგატიურ კომენტარებს მივიღებდი. მე განმსაჯეს მეგობრებმა და კოლეგებმა, მაგრამ ეს მათთვის არ გამიკეთებია. ეს ეკუთვნის ძაღლს, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია. ვთვლი, რომ ადამიანები შინაურ ცხოველს არ უნდა აჭრიდნენ ყურებს და კუდს. თუ ისინი უფრთხილდებიან ცხოველებს და ოჯახის წევრებად თვლიან, მათ უნდა მოექცნენ შესაბამისად", - წერს კომენტარებში კრისი.

გაურკვეველია იცოდა თუ არა მამაკაცმა სვირინგის მნიშვნელობის შესახებ, თუმცა, ის სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში დაცინვის ობიექტი იყო.

ასევე იხილეთ:

ის ერთი შეხედვით თითქოს არაფრით განსხვავებული ძაღლია, მაგრამ დააკვირდით კარგად
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?