სევდიან ძაღლს აჩუქეს სათამაშო პატრონის სახის გამოსახულებით
სევდიან ძაღლს აჩუქეს სათამაშო პატრონის სახის გამოსახულებით
ძაღლი მილი რამდენიმე წლის წინ მამაკაცმა თავშესაფრიდან აიყვანა, თუმცა, პატრონი იძულებული გახდა, სამსახურიდან გრძელვადიან მივლინებაში წასულიყო და ძაღლი ოჯახის წევრებთან დაეტოვებინა. მილი პირველად დარჩა ამდენი ხნის განმავლობაში პატრონის გარეშე და ამას ძალიან განიცდიდა.

მამაკაცის შვილი ქეროლაინი შეეცადა, დახმარებოდა შინაურ ბინადარს, რათა იძულებული განშორება შეემსუბუქებინა. თავიდან მან მილის სკაიპით მამის ხმა მოასმენინა, მაგრამ ამან უფრო გაართულა სიტუაცია. როდესაც ძაღლს პატრონის ხმა ესმოდა, ის სევდიანი ხრიდა თავს და ოთახიდან გადიოდა.

"არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა მისი დარდის შესამსუბუქებლად და მხოლოდ ის მოვიფიქრე, რომ
მამაჩემის ფოტოები სათამაშოებს მივაკარი და მილის საწოლზე დავუდე", - ამბობს ქეროლაინი.

გოგონას თქმით, სათამაშოები უცნაურად გამოიყურება,
განსაკუთრებით მამის მომღიმარი სახით, მაგრამ ყველას გასაკვირად ძაღლს ისინი ძალიან მოეწონა.

"მილი შეყვარებულია ამ სათამაშოებზე. თავიდან მან ფოტოებს დასუნა და თამაში დაიწყო, ხოლო შემდეგ მიიტანა თავის საწოლზე, თავი დაადო და დაიძინა. ის გაცილებით ბედნიერი ჩანს, ვიდრე მანამდე, თუმცა, ვიცი, რომ  პატრონის მონატრებით გამოწვეულ სევდას ვერაფერი შეუცვლის.მას უმნიშვნელოდ დავეხმარე და ვეცადე, მდგომარეობა შემემსუბუქებინა", - ამბობს გოგონა.

ასევე იხილეთ:

სევდიანი წუთები - დამშვიდობება საყვარელ შინაურ ბინადართან

ძაღლი არ იძინებდა და მთელი ღამე პატრონს თვალს არ აშორებდა... ოჯახმა საბოლოოდ შეიტყო სიმართლე

ხიდან ჩამოვარდნილ პატრონს ძაღლი სასწრაფოს მოსვლამდე ეხუტებოდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?