ჭკვიანმა ძაღლმა 911-ზე დარეკა და პატრონი სიკვდილს გადაარჩინა
ჭკვიანმა ძაღლმა 911-ზე დარეკა და პატრონი სიკვდილს გადაარჩინა
ამ უდაოდ გმირ ლაბრადორს იოლანდა ქვია. ის თავის უსინათლო პატრონთან ერთად ფილადელფიაში, ხოლმსბურგის რაიონში ცხოვრობს.

დილით ადრე სახლში ცეცხლი გაჩნდა. ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდებოდა რომ არა იოლანდას საოცრად გონიერი საქციელი. მან 911-ში დარეკა (გამოიყენა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილი სპეციალიზირებული ტელეფონი) და თავისი უსინათლო პატრონი უსაფრთხო ადგილას წაიყვანა.

მეხანძრეები ძაღლის გამოძახებას მომენტალურად გამოეხმაურნენ.

Zooclub

იოლანდას წყალობით, მედიკოსებმა მისი პატრონი, 60 წლის ქალბატონი, მალე იპოვეს. ქალბატონს ბოლით მსუბუქი მოწამვლა აღენიშნებოდა.

იოლანდა სხვადასხვა სასუსნავითა და სათამაშოებით დააჯილდოეს.

მეზობლების თქმით, ეს იოლანდას პირველი გმირული საქციელი არაა. გასულ
წელს მისმა პატრონმა სახლში გონება დაკარგა და ძაღლმა მაშინაც 911-ი გამოიძახა.

Zooclub

2013 წელს იოლანდას პირველი სართულიდან
საეჭვო ხმა მოესმა (მის პატრონს მეორე სართულზე ეძინა) და ღრენა დაიწყო. ძაღლმა საძინებლის კარი დაკეტა და ორი უცხო მძარცველი სახლიდან გაყარა. გაქცევამდე მათ რატომღაც სამზარეულოში გაზი გახსნეს და დატოვეს.

იოლანდამ იგრძნო, რომ რაღაც არ იყო კარგად და 911-ზე დარეკა.

Tata
საყვარელი.გაკოცე გულუკაში .
no name
ბევრი რამ გვესწავლოს ასეთი ერთგული ცხოველებისგან. ყოჩაღ :*
manana londonidan
მართლაც.ცხოველები ადამიანებზე უკეთესები არიან.მაგარი საიტია ზოო ქლაბი.
manana
ამიტომ მიყვარს ცხოველები და პატივს ვცემ მატ. პატრონის ერტგულები. რამდენ უგულო ადამიანებს ჯობნიან. სიყვარულიტ სავსე გულები აქვტ. გენაცვალეტ საყვარლებო და ლამაზებო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?