ინგლისში მცხოვრები ყველაზე მძიმე ძაღლი 98 კილოგრამს იწონის
ინგლისში მცხოვრები ყველაზე მძიმე ძაღლი 98 კილოგრამს იწონის
ნოტინგემში მცხოვრები შინაური ცხოველი 5 წლის ნაცრისფერი დოგი, სახელად ბალთაზარი, 98 კგ-ს იწონის. "ბალთაზარი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მძიმეწონიანი ძაღლია,"- წერს გამოცემა "Daily Mail"-ი. 

პატრონის თქმით, მისი ძაღლი თავის ასაკთან შედარებით ყოველთვის მეტს იწონიდა. შინაური ბინადრის კვებისთვის ვინი (პატრონი) და მისი ცოლი თვეში 100 ფუნტ სტერლინგს ხარჯავენ.

Zooclub

ბალთაზარის რეკორდული წონა დააფიქსირა მისმა ვეტერინარმა, როდესაც ძაღლს თათი სტკიოდა. მკურნალობისთვის ექიმს უნდა გაეგო მისი ზუსტი წონა, რათა მედიკამენტები დაენიშნა.

მძიმე წონიანი ძაღლი დიდი  ენთუზიაზმით თამაშობს ვინის სამ შვილთან ერთად. ყველაზე უფროსი 11 თვისაა.
ოჯახში ასევე ცხოვრობს სამი კატა და კიდევ ერთი ძაღლი.

ასევე იხილეთ:

ყველაზე დიდი ძაღლი მსოფლიოში,
რომელსაც ადამიანის საწოლზე ძინავს


ფრედი მსოფლიოში უდიდესი ზომის ძაღლად აღიარეს!

10 ყველაზე დიდი და მძიმე წონის ძაღლის ჯიში მსოფლიოში


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?