უზენაესმა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეს სკოლაში ძაღლთან ერთად სიარულის ნება დართო
უზენაესმა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეს სკოლაში ძაღლთან ერთად სიარულის ნება დართო
მიჩიგანის შტატში, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვის მშობლები რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდნენ სკოლის ადმინისტრაციის გადაბირებას, შეეცვალათ სასწავლო დაწესებულების შიდა განაწესი, რომელიც კრძალავდა ძაღლის შენობაში შეყვანას, თუმცა, ამაოდ.

"მათ ამ პრობლემის გამო უზენაეს სასამართლოს მიმართეს. აშშ-ს სასამართლომ 13 წლის ელენა ფრეის, რომელიც ცერებრალური დამბლით იტანჯება, სკოლაში ძაღლთან ერთად გაკვეთილებზე დასწრების ნება დართო",- წერს სააგენტო "Reuters"-ი.

2009 წელს ადმინისტრაციამ ელენს სასწავლო დაწესებულებაში დამხმარე ძაღლთან ერთად სიარული აუკრძალა. მას შემდეგ ბავშვის მშობლები ცდილობენ სკოლის მმართველების
დარწმუნებას, რომ გოგონასთვის ოთხფეხა მეგობრის გვერდით ყოფნა აუცილებელია.

ლაბრადუდელის (ლაბრადორის და პუდელის ნაჯვარი) ჯიშის ძაღლი, სახელად უანდერი, ბავშვს გადაადგილებისას ეხმარება - აწოდებს დავარდნილ ნივთებს, აცვამს
ქურთუკს და მეტიც, მას ოთახში შუქის ანთებაც კი შეუძლია.

ასევე იხილეთ:

ეს ძაღლი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ოცნების ასრულებაში ეხმარება

ძაღლი პარალიზებულ პატრონს ჩაცმასა და პროდუქტების ყიდვაში ეხმარება

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ერთადერთი მეგობარი ... ძაღლის დამოკიდებულება მისდამი ცრემლისმომგვრელია


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?