ძაღლი პარალიზებულ პატრონს ჩაცმასა და პროდუქტების ყიდვაში ეხმარება
ძაღლი პარალიზებულ პატრონს ჩაცმასა და პროდუქტების ყიდვაში ეხმარება
"ძაღლმა, სახელად ჯინომ 34 წლის ბრიტანელი ბეკი ენდრიუს ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. გოგონას ცერებრალური დამბლა აქვს, ამიტომ დამოუკიდებლად გადაადგილება და საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია. ჯინო აღებს კარს, იღებს მაცივრიდან რძეს, არჩევს პროდუქტებს მაღაზიის დახლიდან და ათავსებს პარკებში. ძაღლი ასევე პატრონს ეხმარება ჩაცმისა და ბანაობის დროს."- წერს ინტერნეტ გამოცემა Mirror-ს.

3 წლის წინ ბეკი დამოკიდებული იყო მომვლელზე, რომელიც გოგონასთან დღეში ორჯერ მიდიოდა, ხოლო შემდეგ, საქველმოქმედო ორგანიზაციის დახმარებით, მან იპოვა ძაღლი.

"როცა ჯინო არ მყავდა, მიხდებოდა დამეხარჯა მთელი ჩემი ენერგია იმისთვის, რომ
გამეხადა ფეხსაცმელი. ამ პროცესს 15 წუთი ვანდომებდი, მაგრამ ჯინო წამებში მიგვარებს ამ პრობლემას."- წერს ბეკი.

ძაღლმა საკუთარ პატრონს თავდაჯერებულობა შემატა. მას შემდეგ, რაც ჯინო ბეკის დამხმარე გახდა, გოგონამ დაიწყო მუშაობა, სადაც ერთგული მეგობარი, ასევე დიდ დახმარებას უწევს -  ის აღებს კარს და სხვადასხვა საბუთი მითითებულ ადგილზე მიაქვს. ძაღლს ამავე  სამსახუში საკუთარი საშვიც კი აქვს.

ასევე იხილეთ:

ხელოსანი შეზღუდული შესაძლებლობების ძაღლებს ეხმარება

გოგონას არ შეეძლო დამოუკიდებლად სიარული, მაგრამ ერთგულმა ძაღლმა მისთვის შეუძლებელი გააკეთა!

შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვი და სამფეხა კნუტი განუყრელი მეგობრები გახდნენ
bebe
მე მვკვდე, თუ ეგ ძაღლი საქარტველოს პარლამენტში არ იყოს ასარჩევი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?