ტიბეტური მასტიფის მგელთან შეჯვარების შედეგები
ტიბეტური მასტიფის მგელთან შეჯვარების შედეგები
ტიბეტურ მასტიფს შეუძლია მთის ყველაზე მაღალ ზონაში კომფორტულად ცხოვრება: ამ ჯიშს შესწევს უნარი, დიდი გამძლეობა გამოამჟღავნოს ზღვის დონიდან 5 ათას მეტრის სიმაღლეზეც კი. ჩნდება კითხვა: საიდან ასეთი შესაძლებლობა? ჩინელმა გენეტიკოსებმა სცადეს, ამ კითხვისთვის პასუხი გაეცათ და კვლევის შედეგები ჟურნალში "Molecular Biology and Evolution"-ში გამოაქვეყნეს.

როგორც აღმოჩნდა, მგელთან შეჯვარების შედეგად, ტიბეტურმა მასტიფის ჯიშმა გამძლეობა შეიძინა. ეს მოხდა მრავალი წლის წინ, როცა ადამიანები ტიბეტის პლატოზე მასტიფებთან ერთად დასახლდნენ.

კვლევების შედეგად მასტიფისა და სხვა ძაღლების გენების შედარებამ აჩვენა, რომ მას ჩინური ძაღლის ჯიშებთან მეტი  ნათესაური
კავშირი აქვს, ვიდრე მგლებთან, ხოლო შემდეგ გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს 2 განსაკუთრებული მონაკვეთი, რომლებიც მასტიფის გენებში მგლის
გენიდან მოხვდა. მისმა ჩამოყალიბებამ გაიარა მკაცრი ბუნებრივი გადარჩევა.

Zooclub

უცნაური დამთხვევის შედეგად, იგივე თავისებურება, კოდირებულად იდენტურია ტიბეტში მცხოვრები ადამიანების შემთხვევაშიც. მაგალითად, თუ მასტიფმა ცივი კლიმატის ამტანობა შეძლო მგლის დახმარებით, ადამიანის გენში მოხვდა "დენისელი ადამიანის"  (დაახლოებით ორმოცი ათასი წლის წინათ ადამიანის ახალაღმოჩენილი სახეობა) გენები. ეს აღმოაჩინეს 2014 წელს.

ტიბეტური მასტიფის კვლევისას ორიდან ერთ-ერთ დამხმარე გენში აღმოჩნდა ცილა - EPAS 1, რომელიც ორგანიზმს ჰიპოქსიისგან იცავს (დაბალი ჟანგბადიანობა ორგანიზმში).  ადამიანებს, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობენ,  ნაწილობრივ უვითარდებათ ჰიპოქსია. გენი, რომელშიც ეს ცილა აღმოაჩინეს, თითქმის ყველა ტიბეტელისა და მცირე რაოდენობის ჩინელების ორგანიზმში არსებობს.

Zooclub

საოცარია, მაგრამ ეს ადაპტაცია ვლინდება დაბალი ჰემოგლობინით - ჟანგბადის გადამტან ცილაში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამგვარად ორგანიზმი ეკონომიურად მოიხმარს ჟანგბადს.

ჩინელების უმრავლესობამ, რომლებიც არ ცხოვრობენ მთებში, დაკარგა ეს გენი, მაგრამ ტიბეტელებსა და მათ ძაღლებს - მასტიფებს დღემდე შენარჩუნებული აქვთ.

ასევე იხილეთ:

გერმანული ნაგაზისა და მგლის შეჯვარების შედეგები

ძაღლის 14 ჯიში, რომლებიც გენეტიკურად ყველაზე ახლოს არიან მგელთან (უმეტესობა მათგანს ვერ წარმოიდგენდით)

10 ყველაზე იშვიათი ძაღლის ჯიში მსოფლიოში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?