მასწავლებელმა მოსწავლეების ყურადღების მოსაკრებად უცნაური რამ მოიფიქრა
მასწავლებელმა მოსწავლეების ყურადღების მოსაკრებად უცნაური რამ მოიფიქრა
ჩვეულებრივ, საკმაოდ ძნელია ბავშვების ყურადღების მოპოვება, მაგრამ არგენტინელმა მასწავლებელმა ეს პრობლემა საკმაოდ უცნაური საშუალებით გადაჭრა. მან სკოლის მერხზე ძაღლი დასვა, რამაც მოსწავლეების საქციელი სრულიად შეცვალა.

ძაღლი, სახელად ლაქი, ხშირად შერბოდა ამ სკოლის ეზოში. მასწავლებელმა შეამჩნია, რომ შესვენებების დროს ბავშვებს ყველა პრობლემა ავიწყდებოდათ, თავს ანებებდნენ სხვა საქმეებს და ამ ძაღლთან თამაშის დროს ერთიანდებოდნენ. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა, ლაქი საკლასო ოთახში მიეყვანა და დაკვირვებოდა, როგორ მოიქცეოდნენ მოსწავლეები.

აღმოჩნდა, რომ იმ ძაღლის გაკვეთილებზე დასწრებამ, რომელის სხვათაშორის არც ერთ გაკვეთილს არ აცდენდა, მოსწავლეების დამოკიდებულება
სრულიად შეცვალა. მოსწავლეები, რომლებიც ადრე ყოველთვის ყურადღებაგაფანტულები იყვნენ, უფრო მეტად დაინტერესდნენ გაკვეთილით, მობილიზებულები ადევნებდნენ თვალყურს გაკვეთილის
მსვლელობას და აქტიურად ებმებოდნენ მასწავლებელთან დიალოგში. ახლა ბავშვები ძალიან კმაყოფილები დადიან გაკვეთილებზე და არ ჩხუბობენ ყოველი დეტალის გამო.

შეიძლება ყველა კოლექტივი საჭიროებს ასეთ ლაქის!

Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?