ბავშვებმა დაწერეს წერილები თავშესაფრის ძაღლებისთვის, რათა მათ გაჩუქებაში დახმარებოდნენ
ბავშვებმა დაწერეს წერილები თავშესაფრის ძაღლებისთვის, რათა მათ გაჩუქებაში დახმარებოდნენ
მშობლები პატარაობიდან უნდა ასწავლიდნენ ბავშვებს ცხოველების მიმართ თბილ დამოკიდებულებას. სხვა მხრივ, უცნაურია, როგორ ხედავენ თავად ბავშვები სამყაროს. ისინი უდანაშაულო თვალებით შესცქერიან ამ ქვეყანას, მათ ხასიათში ჯერ კიდევ არ დევს სტერეოტიპები და დისკრიმინაცია სხვების მიმართ.

ჩიკაგოს სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს შესთავაზა შემდეგი იდეა: დახმარებოდნენ ადგილობრივ თავშესაფარის ძაღლებს, ეპოვათ მოსიყვარულე პატრონები.
ბავშვები, რომლებიც მეოთხედან მერვე კლასში სწავლობდნენ, უპატრონო ცხოველთა თავშესაფარს ესტუმრნენ. ისინი შეხვდნენ მიტოვებულ ცხოველებს, მიიღეს მათ შესახებ ზოგადი ინფორმაცია: ასაკი, სქესი, ჯიში და ა.შ. ყოველ ბავშვს უნდა დაეწერა წერილი, რომელიც
ძაღლის გრძნობებს გადმოსცემდა - თუ რატომ უნდა აეყვანა ძაღლი პოტენციურ პატრონს?

შედეგი მართლაც, რომ საოცარი
იყო. ბავშვების წერილები გულს გაგითბობდათ და ღიმილს მოგგვრიდათ. მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს, რას გრძნობს ცხოველი და რას ნიშნავს მისთვის თავშესაფარში ყოფნა...

Zooclub

"კეთილო ადამიანებო,

გთხოვთ, ამიყვანოთ. ძველმა პატრონებმა დიდი ხნის წინ მიმატოვეს. დიდი ხანია გალიაში მარტო ვარ, ამიტომ დავიღალე და შეშინებულიც ვარ. აქ სიცივე და სიბნელეა. შემიყვარეთ და მეც სამუდამოდ შეგიყვარებთ, დაგიცავთ და ვითამაშებ თქვენთან ერთად.
მიყვარხართ, თქვენი ახალი მეგობარი."

Zooclub

"გთხოვთ, ამიყვანოთ!

თქვენ შეიძლება არ გინდათ ძაღლი, მაგრამ მე მაქვს უზომო ენერგია, ძალიან მინდა ბავშვებთან თამაში. ამის გაკეთება გალიაში არ შემიძლია. თუ ამიყვანთ, გპირდებით, მთელი გულით მეყვარებით.
მიყვარხართ მთელი გულით."

ყოველი წერილი სითბოთი და სიყვარულით სავსე იყო, თუმცა, იყო ზოგიერთი, რომელიც უიმედო ძაღლის ფიქრებს გადმოსცემდა.

ზოგადად კი, ძალიან კარგი იდეაა ასწავლო ბავშვს ცხოველის მიმართ სითბო და სიყვარული. დაანახო, რას გრძნობენ ისინი და ჰქონდეთ თანაგრძნობის უნარი დაუცველი არსებების მიმართ.

ასევე იხილეთ:

ბავშვის წერილი: "ღმერთო, გაუფრთხილდი ჩემს ძაღლს!"

როცა იმედი თითქმის აღარ იყო, გოგონამ თოვლის ბაბუას წერილი მისწერა... 5 დღის შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა!

11 წლის გოგონამ საკუთარი დანაზოგით ძაღლებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები დაამზადებინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?