ძაღლის 7 ჯიში, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ
ძაღლის 7 ჯიში, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახეობის ძაღლს სჭირდება ყურადღება და ზრუნვა, არსებობს რამდენიმე ჯიში, რომლებსაც უფრო მეტი მოთხოვნები აქვთ, ვიდრე სხვა სახეობის ძაღლებს.

ყველა ჯიშის ძაღლს თავისი დანიშნულება აქვს. ზოგიერთი მათგანი გამოყვანილია იმისთვის, რომ მთელი დღე პატრონთან ერთად გაატაროს, მაგალითად მონადირე, გიდი-ძაღლი და სხვა. ისინი განსხვავდებიან მოდარაჯე ძაღლებისგან. ზოგიერთი ჯიში კი მეტ სითბოსა და ყურადღებას ითხოვს პატრონისგან. 

ჩვენ შევკრიბეთ 7 ძაღლის ჯიში, რომლებიც ამ რიცხვს მიეკუთვნებიან.

ავსტრალიური მეცხვარე

Zooclub

ძველად ავსტრალიური მეცხვარის ჯიშის ძაღლებს "რანჩოს"
დარაჯად იყენებდნენ. იგი დღესაც აქტუალური ჯიშია ფერმებში სამუშაოდ და პროფესიული შეჯიბრებების დროს. ავსტრალიური მეცხვარე აქტიური და სიცოცხლისუნარიანია, როცა პატრონის გვერდითაა. ის ინტელიგენტი და
დამჯერი ჯიშია, თუმცა, ძალიან განიცდის, თუ პატრონი დიდი დროით მარტო ტოვებს.

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

ლაბრადორი ამერიკელების საყვარელი ჯიშია. ეს სახეობა ნადირობისთვის გამოიყვანეს, სწორედ მას შემდეგ შეეჩვივნენ ადამიანებთან ერთად მუშაობას, თუმცა, დღეს მას "გიდი ძაღლისა" და უბრალოდ კომპანიონის ფუნქცია აქვს. ლაბრადორის გენები დღესაც მოითხოვს ადამიანების გარემოცვაში ყოფნას, სწორედ პატრონთან ერთად არის ის მხრიარული, თამაშისუნარიანი და ბედნიერი. ეს ჯიში საოცრად მელანქოლიური ხდება, როცა პატრონი დიდი ხნით მარტო ტოვებს.

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

Zooclub

კინგ ჩარლზ სპანიელი გამოიყვანეს, როგორც დეკორატიული ჯიში, მისი "საქმიანობა" პატრონის გვერდით ყოფნაა. მიუხედავად იმისა, რომ სპანიელი ლაბრადორის მსგავსად აქტიური არ არის, ის ყოველთვის ითხოვს ოჯახის წევრების გარემოცვაში ყოფნას და ძალიან განიცდის, თუ დიდი ხნის განმავლობაში მარტო ტოვებენ.

ბორდერ-კოლი

Zooclub

კოლი მწყემსი ძაღლია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ადამიანებთან ერთად მუშაობდა. ის ძალიან აქტიური და ინტელიგენტია. არაერთი თვისებასთან ერთად, იგი ძალიან მოქნილი და დამჯერია. ის დამცველის ფუნქციასაც კარგად ითავსებს. მას ძალიან მოსწონს, როცა სხვადასხვა ბრძანებას ასწავლიან, ამიტომ ყოველთვის ცდილობს პატრონის გვედით ყოფნას. კოლისთვის ტრაგედიაა, როცა პატრონს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ხედავს. ის განიცდის, ნერვიულობს და შეიძლება, სერიოზული სტრესიც მიიღოს.

ბრიუსელური გრიფონი

Zooclub

ბრიუსელური გრიფონი მიეკუთვნება დეკორატიული ძაღლის სახეობას, რომელსაც აქვს დიდი გული და საოცრად მოსიყვარულეა. ის ოჯახის წევრების მაქსიმალურ ყურადღებასა და სითბოს ითხოვს. მას უყვარს თამაში და ძალიან უჭირს ოჯახის წევრების გარეშე ყოფნა.

კურცჰაარი

Zooclub

კურცჰაარი მონადირე ძაღლის ჯიშებს მიეკუთვნება. მას დღემდე არ დაუკარგავს მონადირის გენური თვისებები. მისი გენეტიკა ადამიანებთან ერთად ყოფნას (ნადირობას) იმაზე მეტად მოითხოვს, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები. ის უპირატესობას ანიჭებს ადამიანების გარემოცვაში ყოფნას, მაშინაც კი, თუ არ მუშაობს, ძინავს ან უბრალოდ ისვენებს.

დღეს კურცჰაარის ჯიშის ძაღლი ხშორად მხოლოდ ნადირობისთვის აჰყავთ და პატრონს წარმოდგენაც არ აქვს მისი სხვა თვისებების შესახებ. მაგალითად, ის ძალიან მეგობრული ძაღლია, უყვარს თამაში და ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. ამ ჯიშის ძაღლის მფლობელებს სპეციალისტები ურჩევენ, არ გამოკეტონ ის ცალკე, ადამიანებისგან მოშორებით, რადგან ცხოველი ძალიან განიცდის, რაც სამომავლოდ შესაძლოა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახოს.

კოკერ სპანიელი

Zooclub

ამერიკული და ინგლისური კოკერ სპანიელის ჯიშის ძაღლები გამოიყვანეს სანადიროდ. სპანიელის ორივე სახეობა მოსიყვარულე და ერთგულია. ისინი ითხოვენ ოჯახის წევრების მაქსიმალურ ყურადღებას.

ასევე იხილეთ:

10 ყველაზე ერთგული ძაღლის ჯიში

9 მინიატურული ძაღლის ჯიში, რომლებიც საუკეთესო დარაჯები არიან

10 ყველაზე იშვიათი ძაღლის ჯიში მსოფლიოში

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?