ეს ფაქტი თქვენთვის მოულოდნელი რომ არ იყოს, განვიხილოთ მათი დაუძლურების ნიშნები. რა თქმა უნდა, ძაღლების ქმედება ინდივიდუალურია. ერთნი განმარტოებას ცდილობენ, სხვებს სიცოცხლის უკანასკნელი წუთების გატარება პატრონთან ერთად სურთ.
მაგრამ მაინც, გარკვეული ნიშნები მიგვითითებენ, რომ ძაღლი კვდება.
სიცოცხლის ბოლო წუთებში ძაღლი დიდი ხნის მანძილზე ერთსა და იმავე ადგილას წევს, ხან წამოდგომის ძალაც არ აქვს.
ბევრი ძაღლი სიცოცხლის ბოლოს შარდის ბუშტის მოქმედებას ვერ აკონტროლებს. ამას შეიძლება, დიარეაც დაერთოს.
სიცოცხლის ბოლო დღეებში ძაღლმა შეიძლება, მკვეთრად დაკარგოს მადა. შესაბამისად, წონაში დაიკლებს, მაგრამ ძალით არ აჭამოთ.
შესაძლებელია, კუნთების სისუსტე და მათზე კონტროლის დაკარგვა.
ძაღლი მძიმედ დაიწყებს სუნთქვას, ასევე, გაუჭირდება ნერწყვის ყლაპვა.
ეცადეთ, თქვენს მეგობართან მეტი დრო გაატაროთ. მიეფერეთ მას.
არის აზრი, რომ როგორც კი ძაღლი სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, სახლიდან წასვლასა და მარტო სიკვდილს შეეცდება. ეს ეხება არა მხოლოდ ძაღლებს, არამედ კატებსა და სხვა ცხოველებს.
გააცნობიერებენ რა დასასრულის მოახლოებას, ცხოველები ფრთხილობენ, რომ ხროვის წევრებს არ ანახონ სიკვდილი. ზოგის აზრით, ცხოველი სახლიდან გარბის იმ იმედით, რომ საკუთარი ძალებით - მცენერეებით იმკურნალებს.
შესაძლებელია, ცხოველები სახლიდან ინსტინქტის გამო მიდიან. მათი წინაპრები ხომ მგლები იყვნენ. მგლის ხროვაში კი წესად იყო სუსტი ცხოველის მოკვლა. ასევე, ძაღლების საქციელი შეიძლება, სახეობის დაცვასთან იყოს დაკავშირებული, რადგან ხროვის წევრებს შეეძლოთ შეეჭამათ დაავადებული გვამი და თავად დაავადებულიყვნენ.
ამასთან დაკავშირებით უამრავი თეორიაა, ძაღლების ქცევა კი - განსხვავებული. ერთნი მიდიან, მეორენი რჩებიან პატრონთან თავისი ერთგული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.