ამ ოთხ ბებერ ჩიხუახუას უამრავი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ერთხელ მათ ძალიან გაუმართლათ… (+ფოტო)
ამ ოთხ ბებერ ჩიხუახუას უამრავი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ერთხელ მათ ძალიან გაუმართლათ… (+ფოტო)
ამ მომხიბლავ ცალთვალა პირატ მომოს 11 წლის განმავლობაში უამრავი პრობლემა შეხვდა. ძაღლმა დაკარგა თვალი, აღარც ყურში ესმოდა კარგად. მაგრამ მას კეთილი პატრონი გამოუჩნდა: ჯულია დოკერტს ეს ციცქნა დანახვისთანავე შეუყვარდა და სახლში წაიყვანა.

Zooclub

მას შემდეგ ჯულიამ სახლში კიდევ რამდენიმე ბებერი ჩიხუახუა აიყვანა: მან გადაწყვიტა, რომ შეეძლო ამ პატარების ცხოვრებაში სიხარულისა და ბედნიერების შეტანა!

ძაღლების ასაკი 13-დან 16 წლამდეა (რაც ადამიანის 68-80 წელს უდრის), ყველა ერთად ნამდვილი გუნდია!

“მივხვდი, თუ რამდენად სევდიანია, როდესაც ბებერი ძაღლები სრულიად მარტო რჩება. იცით, მათთან ერთად ძალიან
მშვიდად ვარ. მათ დიდხანს სძინავთ და ლეკვებისგან განსხვავებით თითქმის არ ხულიგნობენ, თუმცა, მათგან უზომოდ დიდი
ბედნიერება და მადლიერება იგრძნობა”, - ამბობს ჯული.

Zooclub

ამ ძაღლებს ნამდვილად ძალიან გაუმართლათ. მათ არა მხოლოდ თბილი სახლი იპოვეს, ისინი შესანიშნავ დიასახლისს შეხვდნენ და საუკეთესო მეგობრები შეიძინეს.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?