ცხოველებმა ამ ბავშვებს მშობლები შეუცვალეს - სულისშემძვრელი ისტორიები თანამედროვე მაუგლის შესახებ
ცხოველებმა ამ ბავშვებს მშობლები შეუცვალეს - სულისშემძვრელი ისტორიები თანამედროვე მაუგლის შესახებ
ჯერ კიდევ ბავშვობაში გავეცანით საოცარ ისტორიას გაველურებულ ბავშვზე, სახელად მაუგლი, რომელიც მგლების ხროვამ გაზარდა. თუ გგონიათ, რომ ეს ლეგენდარული პერსონაჟი მხოლოდ კიპლინგის მონაგონია, მაშინ ძალიან ცდებით. ისტორიები რეალურ ბავშვებზე, რომლებიც აღიზარდნენ არა სოციუმში, არამედ რომელიმე სხვა ცხოველის მიერ შეიძლება ცნობილია მთელ მსფლიოში.

ფოტოგრაფი ჯულია ფულერტონ-ბარტენი ძლიერი ფოტოპროექტებით ცნობილია. როგორც ხელოვანი ადამიანი, ჯულია შთაგონების მუდმივ ძიებაშია. ამჯერად ახალი წარმოუდგენელი ფოტოსერიის შესაქმნელად ის შთააგონა ისტორიამ ერთ უსახელო გოგონაზე, რომელიც ძაღებმა გაზარდეს. მან მსოფლიოს მასშტაბით შეაგროვა ისტორიები უცნაურ ბავშვებზე, რომლებიც სოციუმის გარეთ აღიზარდნენ.
დღეს წარმოგიდგენთ ამ ფოტოპროექტს, რომლის ნახვის შემდეგაც შეძლებთ შეაფასოთ ამ ნიჭიერი ფოტოგრაფის ნამუშევრები. ფოტოპროექტის "ცხოველების
ბავშვები" ყოველი სერიოზული დადგმის მიღმა ძალიან საინტერესო ისტორია დგას.

გოგონა, რომელიც მგლებმა გაზარდეს. მექსიკა. 1845-1852 წელი.

Zooclub


პრავა, ბიჭი-ფრინველი. რუსეთი, 2008 წ.
შვიდი წლის ბიჭუნა,სახელად პრავა, პატარა ოროთახიან ბინაში იპოვეს, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, ის იმით გამოირჩეოდა ჩვეულებრივი ბავშვებისგან, რომ მოთავსებული იყო ოთახში, სადაც უამრავი ფრინველით სავსე ათობით გალია იდგა. დედა ბავშვს ისე ექცეოდა, როგორც მორიგ შინაურ ბინადარს. მან არ იცოდა ლაპარაკი, მხოლოდ ჭიკჭიკებდა, ხოლო როდესაც რამეს ვერ ხვდებოდა, ხელებს ფრთებივით იქნევდა. პრავა დედას ჩამოართვეს და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტში მოათავსეს, სადაც მის საზოგადოებაში დაბრუნებას ცდილობდნენ.

Zooclub


შამდეო, ინდოეთი, 1972 წ.
როდესაც ეს ბიჭი დაახლოებით 4 წლის ასაკში ტყეში იპოვეს, საშინელი შესახედაობისა იყო. კბილები მგელივით გალესილი ქონდა, თმები აბურდული, ხოლო მუხლებზე და იდაყვებზე გაუხეშებული კანი იმის შემდეგაც კი დარჩა, როდესაც ბავში დედა ტერეზას სარეაბილიტაციო ცენტრში წაიყვანეს, მან ვერ შეძლო უმი ხორცის ჭამის მიტოვება.

Zooclub


აქსანა მალაია, უკრაინა, 1991 წ.
8 წლის ასაკში ის ძაღლებთან ერთად ჯიხურში იპოვეს. ამათგან 6 წელი მან ძაღლის სახლში გაატარა. მისი მშობლები ალკოჰოლიკები იყვნენ. ერხელ, როდესაც პატარა ეძებდა ადგილს, სად გამთბარიყო, სწორედ ძაღლის ჯიხური გახდა მისთვის თავშესაფარი. ის დარბოდა ოთხზე ენაგადმოგდებული და ყეფდა, როდესაც საფრთხეს გრძნობდა. ახლა აქსანა 30 წლისაა და ოდესის ერთ-ერთ კლინიკაში ცხოვრობს. თითქოს ბედის ირონიაა ის, რომ აქსანა იქ შინაურ ცხოველებს უვლის.

Zooclub


ჯენია, აშშ, 1970 წ.

Zooclub


მადინა, რუსეთი, 2013 წ.
ამ ისტორიამ არც ისე დიდი ხნის წინ შეაშფოთა რუსეთის საინფორმაციო საშუალებები. ორი წლის წინ სოციალურმა მუშაკებმა იპოვეს დაახლოებით 3 წლის გოგონა, რომელიც მშვიდად ცხოვრობდა ქუჩის ძაღლებთან ერთად. პატარა იყო შიშველი, დაცოცავდა ოთხზე, ძაღლივით იღრინებოდა. აღმოჩნდა, რომ მისი მშობლები სვამდნენ. მოწმეების თქმით, დედას შეეძლო მშვიდად მჯდარიყო მაგიდასთან და არაყი ესვა, როდესაც გოგონა გარეთ უსახლკარო ძაღლებთან ერთად ძვლებს ღრღნიდა.

Zooclub


სუჯიტ კუმარი (ბიჭი-ქათამი), ფიჯი, 1978 წ.
ეს ბიჭი ჯერ კიდევ ბავშვობაში მშობლებმა საქათმეში ჩაკეტეს. დედამ თავი მოიკლა, მამა მოკლეს. ბავშვზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ბაბუამ აიღო, თუმცა, ის საერთოდ არ უვლიდა შვილიშვილს. სუჯიტი 8 წლის იყო, როდესაც გამვლელები შემთხვევით შეხვდნენ მას გზაზე. ბავშვის ქცევა მათ ძალიან უცნაური ეჩენათ. ბიჭი კრიახობდა, ქათამივით პირით მიწიდან იღებდა ნამცეცებს და ჭამდა, ხელების ქნევით ქათმის ფრთების იმიტაციას აკეთბდა. უცნაური ბიჭი სახელმწიფოს მზრუნველობის სახლში მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს. მაგრამ იქაც იმდენად აგრესიულად იქცეოდა, რომ 20 წლის მანძილზე მიბმული იყო ლოგინზე. ახლა ბიჭი-ქათამი უკვე თითქმის 40 წლისაა და ვინმე ელისაბედ კლაიტონთან ცხოვრობს მისივე მეთვალყურეობის ქვეშ, რომელმაც ის თავშესაფრიდან თავისი პასუხისმგებლობით გამოიყვანა.

Zooclub


ქამალა და ამალა, ინდოეთი, 1920 წ.

Zooclub


ივანე მიშუკოვი, რუსეთი, 1998 წ.

Zooclub


ჯონ სებუნია (ბიჭი-მაიმუნი), უგანდა, 1991 წ.
ჯონის ბავშვობა ჯოჯოხეთს გავდა. როდესაც მამამ მის თვალწინ დედა მოკლა, ბიჭი ჯუნგლებში გაიქცა. იქ ის ძუძუმწოვრებთან ერთად იზრდებოდა. როდესაც ბავშვი ადამიანებმა იპოვეს, მისი სხეული მთლიანად დაფარული იყო ბეწვით, რადგან მის მთელ რაციონს კაკალი, მანიოკი და ტკბილი კარტოფილი წარმოადგენდა. სარეაბილიტაციო ცენტრში მუშაკებმა ჯონს ლაპარაკი ასწავლეს. მას ძლიერი ვოკალური მონაცემები აღმოაჩნდა. ახლა ის საბავშვო გუნდთან "აფრიკის 20 მარგალიტი" ერთად მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს.

Zooclub

როგორც შეამჩნევდით, "ველური ბავშვები", რომლებიც ფაუნის წარმომადგენლებმა გაზარდეს, ფაქრობრივად ყველა კონტინენტზე გვხვდება. ფოტოგრაფ ჯულია ფულლერტონ-ბარტენის დახმარებით მალე მათ შესახებ მთელი მსოფლიო შეიტყობს.
datiko48
სააკაშვილი კობრამ გაზარდა,თურქეთიდან შემოყვანილმა!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?