პატრონისგან მიტოვებული სევდიანი ძაღლი დათვს დაუმეგობრდა (+ვიდეო)
პატრონისგან მიტოვებული სევდიანი ძაღლი დათვს დაუმეგობრდა (+ვიდეო)
"ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უპატრონო ძაღლი მიტოვებულ მანქანაში დასახლდა. ის ჩემი სახლის სიახლოვეს ბინადრობს. როგორც ჩანს, მიატოვეს და შეშინებულიც იყო. როცა ახლოს მივიდოდი, მიყეფდა. ხშირად ვაწვდიდი საკვებს და საბოლოოდ, დამიმეგობრდა. ის ძალიან სევდიანი და მოწყენილი ჩანდა." - წერს სურგუტის (რუსეთი) გარეუბანში მცხოვრები, რომელიც უცნაური ფაქტის მომსწრე გახდა.

მამაკაცმა მიიჩვია უპატრონო ძაღლი, რომელიც მის სიახლოვეს მიტოვებულ მანქანაში ცხოვრობდა. დილის ხუთი საათი იქნებოდა, როცა ყეფის ხმა შემოესმა. მან გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, როგორ უახლოვდებოდა ტყიდან გამოსული დათვი ძაღლს.

მან იფიქრა,
რომ გარეული ცხოველი ძაღლს დაგლეჯდა, ამიტომ გადაწყვიტა სამაშველო სამსახურს დაკავშირებოდა, თუმცა,
რამდენიმე წუთის შემდეგ უცნაური რამ მოხდა - დათვმა და ძაღლმა თამაში დაიწყეს.

მას შემდეგ ძაღლი ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდება ახალ მეგობარს. გარეული ცხოველი რამდენიმე საათი "სტუმრობს" ძაღლს, ხოლო შემდეგ ისევ ტყეში უჩინარდება.

სწორედ მათი შეხვედრის ერთ-ერთი მომენტი კამერაზე აღბეჭდა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

გაიცანით მამაკაცი, რომელსაც მსახიობ გრიზლისთან 35-წლიანი მეგობრობა აკავშირებს

დათვმა თავის გალიაში კატა შეამჩნია, რაც მან გააკეთა, წარმოუდგენელია

თეთრი დათვი ძაღლს მიუახლოვდა, შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?