6 თვის ლეკვს 18 ტყვია ესროლეს..
6 თვის ლეკვს 18 ტყვია ესროლეს..
მან იმაზე მეტი გადაიტანა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ძაღლმა ან ადამიანმა...

როკ-ჰილში (სამხრეთ კაროლინაში) 6 თვის ლეკვს პნევმატური იარაღიდან 18-ჯერ ესროლეს.

"მუშა საცხოვრებელ კომპლექსში შემოვლაზე იყო, როდესაც დაინახა ლეკვი, რომელსაც გარს თინეიჯერები შემოხვეოდნენ. მოგვიანებით, მუშამ ლეკვი უკვე დასისხლიანებული იპოვა," - ამბობს როკ-ჰილის პოლიციის სამმართველოს კაპიტანი, მარკ ვოლინგერი.

მუშამ მაშინვე პოლიცია გამოიძახა.

ლეკვი სასწრაფოდ ებენეზერ ანიმელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რენტგენმა ლეკვის სხეულში 18 ტყვია აჩვენა.

Zooclub

"ტყვია აცდენილი იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, სახსრებსა და ძვლებს," - ამბობს ექიმი.

Zooclub

"ჯერ ვერ გავუკეთებთ ოპერაციას. ის ჯერ
ძალიან პატარაა და ანესთეზიას ვერ გადაიტანს, - დაამატა მან. - მოცემულ მომენტში უბრალოდ დავაკვირდებით და
გავაგრძელებთ მკურნალობას, რადგან ის უკვე გამოკეთების გზაზეა."

ძაღლს ბროუდი დაარქვეს. იგი ებენეზერში რჩება, როგორ კი ბოლომდე გამოჯანმრთელდება, მაშინვე თავშესაფარში გადაიყვანენ.

Zooclub

მოცემულ მომენტში პოლიცია ეჭვმიტანილების დადგენით არის დაკავებული. მათ, ვინც ბროუდი ასე დააზიანეს პასუხი უნდა აგონ. ბროუდის პატრონის დადგენა ვერ მოხერხდა, ხოლო მოზარდები, რომლებიც იმ დღეს ლეკვთან ნახეს, არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს.

ბროუდის სიცოცხლე ძალიან სევდიანად დაიწყო, მაგრამ ახლა მას უკვე მოსიყვარულე პატრონის შეძენისა და ბედნიერების რეალური შანსი აქვს!
mixo
ყოველ შემთხვევაში საქართველოში ჯერ არ გამიგონია მამას შვილი წაეყვანოს და მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან ხალხისთვის მიზანში ესროლოს, ამერიკაში კი მოხდა რამდენიმე წლის წინ. აქ შეიძლება ვინმე მოკლან, მაგრამ ყველაზე უარეს შემთხვევაში ძარცვისათვის, ის მაინც არ ხდება რომ ან კინოთეატრში, ან კაფეში, ან სკოლაში ვინმე შევარდეს და საერთოდ უცნობ ადამიანები მოკლას, ისე უბრალოდ თავისი სიამოვნებისათვის.
GM
სადისტი რომ იქნება ადამიანი ის საქართველოშიც სადისტია და აშშ-შიც.
Senka jalkas-s
ზუსტადაც რომ ასეა!
Senka jalkas
კარგით რა - 300 მილიონიან ამერიკაში რაიმე რომ მოხდება მთელი მსოფლიო იგებს და საქართველოში ამდენი მკვლელობა და უბედურება ხდება იმაზე რას იტყვით, დიახ ამერიკაშI მართლაც ზრუნავენ ცხოვეებზე და ადამიანებზე, მეტიც რაც მე ვნახე თუ როგორ პატივს სცემენ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს იქ იმის 0.1% რომ გავაკეთოთ თითით საჩვენებელი იერი ვიქნებით(თუმცა კავკასიელები ყველგან ასე ვართ, მართო იმიჯზე ვმუშაობთ სხვის დასანახად და მშიერი მეზობელი რომ კვნესის იას ,,ვერ ვიგებთ'', სამაგიეროდ ქუჩაში 5 პარიანს ვჩუქნით სხვის ,დასანადახ" ვიღაცა ჩამოთრეულ, ვითომდა მათხოვარს...
levani
ესეც ნაღდად ივანიშვილის და პუტინის ბრალია.......მათი ხელწერაა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?