როკ-ჰილში (სამხრეთ კაროლინაში) 6 თვის ლეკვს პნევმატური იარაღიდან 18-ჯერ ესროლეს.
"მუშა საცხოვრებელ კომპლექსში შემოვლაზე იყო, როდესაც დაინახა ლეკვი, რომელსაც გარს თინეიჯერები შემოხვეოდნენ. მოგვიანებით, მუშამ ლეკვი უკვე დასისხლიანებული იპოვა," - ამბობს როკ-ჰილის პოლიციის სამმართველოს კაპიტანი, მარკ ვოლინგერი.
მუშამ მაშინვე პოლიცია გამოიძახა.
ლეკვი სასწრაფოდ ებენეზერ ანიმელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რენტგენმა ლეკვის სხეულში 18 ტყვია აჩვენა.
"ტყვია აცდენილი იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, სახსრებსა და ძვლებს," - ამბობს ექიმი.
"ჯერ ვერ გავუკეთებთ ოპერაციას. ის ჯერ
ძაღლს ბროუდი დაარქვეს. იგი ებენეზერში რჩება, როგორ კი ბოლომდე გამოჯანმრთელდება, მაშინვე თავშესაფარში გადაიყვანენ.
მოცემულ მომენტში პოლიცია ეჭვმიტანილების დადგენით არის დაკავებული. მათ, ვინც ბროუდი ასე დააზიანეს პასუხი უნდა აგონ. ბროუდის პატრონის დადგენა ვერ მოხერხდა, ხოლო მოზარდები, რომლებიც იმ დღეს ლეკვთან ნახეს, არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს.
ბროუდის სიცოცხლე ძალიან სევდიანად დაიწყო, მაგრამ ახლა მას უკვე მოსიყვარულე პატრონის შეძენისა და ბედნიერების რეალური შანსი აქვს!