როდესაც ოკლი სულ რამდენიმე თვის იყო, მას ხერხემალში ტყვია ესროლეს. ლეკვს უკანა ფეხებით აღარ შეეძლო გადაადგილება და ტკივილისგან იტანჯებოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ პატრონმა თავშესაფარში ჩააბარა, მიზეზად მოიტყუა, თითქოს ლეკვი დაბადებიდან უნარშეზღუდული იყო.
კრისტი კარსანსიმა, რომელიც დღეს უკვე ცხოველების სისასტიკის წინააღმდეგ იბრძვის, პირველად ოკლის ფოტო ნახა, როდესაც თავშესაფარმა მისი სურათი სოციალურ ქსელში
როცა ახალმა პატრონმა ოკლი ვეტერინართან მიიყვანა, რენდგენზე გაშუქებისას მას ხერხემალში ტყვია აღმოაჩნდა. ნათელი იყო, რომ ძაღლი ვერასოდეს ივლიდა, ამიტომ მას დაუმზადდა სპეციალური ეტლი, რომელიც გადაადგილებას გაუდავილებდა.

იმ დღის შემდეგ კრისტიმ შექმნა სოციალურ ქსელში გვერდი, სადაც ადამიანები ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
"ვიცოდი, რომ ყოველთვის ხდებოდა ცხოველების მიმართ სისასტიკე, მაგრამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის შექმნის შემდეგ, ბევრად უფრო მტკივნეული და წარმოუდგენელი ისტორიები გავიგე. ოკლიმ სტიმული მომცა, რომ ასეთი ადამიანების წინააღმდეგ ვიბრძოლო ჩემს თანამოაზრეებთან ერთად."- ამბობს კრისტი.
ოკლი თავის პატრონთან და სამ ძაღლთან ერთად ცხოვრობს აშშ-ში. მართალია, მას უკანა კიდურებით სიარული არ შეუძლია, მაგრამ ის მაინც ბედნიერია, რადგან მოსიყვარულე ოჯახი ჰყავს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე იხილეთ:
უნაშეზღუდული ლეკვი სახელად ტურბო
უნარშეზღუდული ძაღლი პატრონის გადასარჩენად ღობეზე გადახტა
"ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება.."