ძაღლმა მიიღო უცხო ლეკვები, რომელთა დახრჩობაც გადაწყვიტეს..
ძაღლმა მიიღო უცხო ლეკვები, რომელთა დახრჩობაც გადაწყვიტეს..
ექიმმა ელექტრონული ფოსტით საგანგაშო შეტყობინება მიიღო. იქ იტყობინებოდნენ მამაკაცზე, რომელიც პიტბულის ლეკვების დახრჩობას აპირებდა (მისი აზრით, ისინი ზედმეტები იყვნენ). 4 კვირის 9 ლეკვს დიდი საფრთხე ემუქრებოდა.

ორგანიზაცია Circle L. Ranch Animal Rescue & Sanctuary -ის თანამშრომლებმა ლეკვები გადაარჩინეს. ერთ-ერთმა მაშველმა მათგან ოთხი ლეკვი წაიყვანა. ხოლო ხუთი ორგანიზაციის თავშესაფარში გაგზავნეს.

Zooclub

ექიმმა დებორა უილსონმა ლეკვები მიუყვანა თავის ძაღლს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ თავშესაფრიდან წამოიყვანა. მეძუძურ ძუ ძაღლს საკუთარი 6 დღის ასაკის ლეკვები ჰყავდა და დებორას იმედი ჰქონდა, რომ ის მიიღებდა ამ პატარებსაც.

Zooclub

საბედნიეროდ, ძაღლმა მიიღო ლეკვები ისე, თითქოს საკუთარი შვილები ყოფილიყვნენ. მას უბრალოდ შეეძლო უარი ეთქვა მათზე,
მაგრამ ამის მაგიერ, მათი დედა გახდა.

Zooclub

“როდესაც სახლში მოვედი, ჩემს ძაღლს ერთი ლეკვი ვანახე. მან დასუნა ის, ალოკა და როგორც კი ლეკვი ძუძუსთან ახლოს აღმოჩნდა მაშინვე დაიწყო ჭამა. დედა კმაყოფილი ჩანდა. ასე მოვიქეცით სხვა ლეკვებზეც. მან ყველა მიიღო. მის გარეშე პატარები დაიხოცებოდნენ”, - დაწერა დებორამ ფეისბუქზე.

Zooclub

ორგანიზაციის თანამშრომლები ლეკვებს წამოზრდიან და შემდეგ მათ ღირსეულ და მოსიყვარულე პატრონებს მოუძებნიან.

ვუსურვოთ ლეკვებს და მათ დედობილ ძაღლს ბედნიერი მომავალი!
tornike
ცჰემმა დზაგლმაც გადაარჩინა ლეკვი მდინარესჰი იხრჩობოდა
თაკო
პატარა სიხარულები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
natela
ადამიანზე მეტი გონიერება აქვს ძაღლს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?