საგურამოში უსახლკარო ძაღლს 13 ტყვია ესროლეს
საგურამოში უსახლკარო ძაღლს 13 ტყვია ესროლეს
ადამიანებს ისევე, როგორც ცხოველებს გააჩნიათ უფლებები, რომლის დარღვევა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონით. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი არ არის ვრცლად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ბოლო დროს, უფრო იმატა საქართველოში ცხოველთა მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებების რიცხვმა.

თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს ის, რომ ცხოველებს აქვთ უფლებები, რომელსაც იცავს სისხლის სამართლის 259-ე მუხლი და ყველა მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს კანონს.

მათ, როგორც ყველა ცოცხალ არსებას, სურთ მშვიდობიან გარემოში ცხოვრება და არავის აქვს მათი ხელყოფის უფლება.

სამწუხაროდ, რიგი საკანონმდებლო აქტების მიუხედავად, მაინც ძალიან ხშირად ხდება
მათი უფლებების დარღვევა. მსგავსი და უკვე მერამდენე, ფაქტი მოხდა 10 მარტს 12:00 სთ-ზე, სოფელ საგურამოში,
ადგილობრივმა მცხოვრებმა ცეცხლსასროლი იარაღით მძინარე ძაღლს საფანტის ტყვიებით 13 ჭრილობა მიაყენა.  ხასიათით საკმაოდ მშვიდი და თბილი ძაღლი იყო მიკედლებული მაღაზიის თანამშრომლებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო ბირკიანი, აცრილი და სტერილური. ანუ სრულიად უსაფრთხო საზოგადოებისთვის. გაურკვეველი რჩება ამ პიროვნების მოტივი.

ამ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ქალბატონ დიანა სარალიძეს ,რომელიც ასევე პატრონობდა და ხშირად კვებავდა ამ უწყინარ ძაღლს.

"სროლის ხმა ჩემი სახლიდან გავიგე, 15 წუთის შემდეგ ჩემთან მაღაზიის თანამშრომელი ქალბატონი მოვიდა ატირებული, დროზე, ესროლეს, გვიშველეო; ძაღლი სასწრაფოდ გადავიყვანე ვეტერინარ ვახტანგ მამალაძესთან, სადაც მას ჩაუტარდა ყველა შესაბამისი პროცედურა, გადავუღეთ რენდგენი, სადაც ჩანს, რომ მოხვედრილი აქვს საფანტის 13 ტყვია.

Zooclub

3 საათი ვიჯექი პოლიციის განყოფილებაში. მოვითხოვე, რომ დამნაშავე დასჯილიყო. სისხლის კვალი არსად არ ჩანს. მხოლოდ იმ ადგილას არის, სადაც იწვა ძაღლი. ასევე ჩემს მიერ გადაღებულ სურათებზეც ჩანს კვალი, რომელიც უკვე ჩამორეცხილია. საჩივარი, თანდართული რენტგენის ფოტოებით შეტანილია პოლიციაში.

ველოდებით, რომ საქმე იქნება ობიექტურად გამოძიებული, დამნაშავე დაისჯება და გასამართლდება სისხლის სამართლის 259-ე მუხლის დარღვევის გამო. თვითლმხილველები, სამწუხაროდ, სდუმან. ვერაფრით დავიჯერებ, რომ იქ მყოფთაგან რომელიმემ მაინც ვერ ამოიცნო დამნაშავე. სავარაუდოდ, ჩემი ოჯახის ჯიბრზე არის გაკეთებული ეს ყველაფერი, ჩვენ ამ ძაღლს და კიდევ რამოდენიმეს ვკვებავთ ჩვენი ხარჯებით.

Zooclub

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი რატომღაც ვერ ეგუება ამ ფაქტს. დროებით ძაღლი, სახელად „სტრელკა“ წამოყვანილი მყავს სახლში, როგორც კი გამოჯანმრთელდება მსურს, გავაჩუქო კარგ ადამიანზე, რომელიც მოუვლის და იმ საშინელ დღეს დაავიწყებს, რაც ამ ადამიანმა მას გადაატანინა“.


ჩვენ ასევე გავესაუბრეთ ვეტერინარ ბატონ ვახტანგ მამალაძეს:

"ძაღლი თავს უკეთ გრძნობს , მხოლოდ კოჭლობს. საქმე აღძრულია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ბოლო პერიოდში ისევ იმატა ძალადობამ ცხოველებზე, რაც საკმაოდ ცუდის ნიშანია.

Zooclub

Zooclub

Zooclub

მე დავწერე ვეტერინარული დასკვნა ძაღლის ჯანმრთელობის შესახებ, რაც ჩაიდო საქმეში და ტყვიების რაოდენობა დაფიქსირებულია - სხეულში 13 ტყვიაა. ველოდებით შესაბამის რეაგირებას პოლიციის მხრიდან, ისინი იძლევიან დაპირებებს, რომ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას ამ ფაქტთან დაკავშირებით და დამნაშავეს დაიჭერენ.’’


Zooclub.ge გაცნობებთ, თუ როგორ ჩაივლის გამოძიება და დასრულდება აღნიშნული საქმე. ასევე უსურვებს უწყინარ „სტრელკას“ გამოჯანმრთელებას და ყველაზე მნიშვნელოვანს, ისეთი პატრონის პოვნას, რომელსაც უზომოდ ეყვარება და ადამიანების ბოროტებას დაავიწყებს.

ადამიანებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოთხფეხა არსებებს ყველაზე მეტად ვჭირდებით და უნდა შევეცადოთ, ხშირად გავანებივროთ ისინი, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ.


ანი ქარჩავა სპეციალურად Zooclub.ge-თვის


Zooclub



_ _ _

2 წლის შემდეგ ZooClub.ge ამ ულამაზესი ძაღლის ბედით დაინტერესდა.

როგორც გაირკვა, ამ ფაქტის შემდეგ ძაღლი დიანა სარალიძესთან ცხოვრობს. ის სრულიად გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ადამიანს, რომელმაც ის დაჭრა, გამოძიების დროს მოწმემ მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა გადაიფიქრა, შესაბამისად, არანაირი სასჯელი, ან ჯარიმა არ შეეხო.

ერთადერთი რეაგირება, რაც სამართალდამცველებისგან ამ ფაქტს მოჰყვა იყო ის, რომ ეჭვმიტანილი მკაცრად გააფრთხილა საგურამოს პოლიციის უფროსმა.



ფოტო - 2 წლის შემდეგ:

Zooclub
nika-s
როდესაც ადამიანში სადისტური ბუნებაა, დღეს ძარლს ესვრის, ხვალ ადამიანს. ან სამკურნალოა, ან შიში უნდა ჰქონდეს კანონის, თორემ თქვენნაირებს რომ მოვუსმინოთ, რადგან ხალხია გაჭირვებული, ყველა სულიერი არსება უნდა ამოვწყვიტოთ?! ისე, ვისაც არ უჭირს, ის უფრო მავნე და გაბოროტებულია რატომღაც....
გოჩა
ერთადერთი სწორი გზა, კანონის მორჩილებაა. არ არსებობს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო კანონი. არ არსებობს არცერთი რელიგია, არცერთი წიგნი, არცერთი წერილი, არაფერი არ არსებობს რაც გვასწავლის ძალადობას ან ამართლებს მას. საიდან ვისწავლეთ ძალადობა? არსაიდან. ანუ არაფერი არ გვისწავლია
ნიკა-ს
ნიკა, ფსიქოლოგების მიერ დასტურდება აზრი, რომ ვინც ცხოველს მოკლავ, ის ადამიანსაც გაიმეტებს კანონი რომ არ უშლიდეს! ამიტომ "რა დროს ესაა" ამ შემთხვევაში მიუღებელია, რადგან ძარღლს რომ 13 ტყვიას ესვრის მაგ ადამიანისგან მომავალი მსხვერპლი სწორედ მკაცრი კანონით და ფსიქიური შემოწმება/მკურნალობის დაკისრებით უნდა დავიცვათ!..აბა თქვენის აზრით, ადამიანი თუ სადისტური ბუნებუსაა და გაბრაზებულმა ლეკვი ჩაქოლა ეგ არანაირი პრობლემა არაა?გარდა იმისა, რომ ლეკვი დაიღუპა, ეგ ადამიანი იგივეს გაიმეორებს დაუსჯელობის შემთხვევაში და ამ გადახრაში მას უკანონობამ ხელი. უნდა შეუწყოს? ?
გოჩა
ნიკა, რაზეა გასამახვილებელი ყურადღება? ქვეყანა თავზე გვექცევა ყველა ვხედავთ. ხალხიც კვდება, ტერიტორიებსაც ვკარგავთ , პროდუქციაც ძვირდება, უსამართლობა და ძალადობაა ირგვლივ. ძაღლებსაც კლავენ. კიდე ათასი წვრილმანი. ქალების უფლებები ირღვევა ყოველ დღე. რა ვქნათ ახლა , დავალაგოთ პრიორიტეტების მიხედვით რომელია მნიშვნელოვანი და სიის მიხედვით ვაკეთოთ? თუ ვისაც რისი განათლება აქვს იმ საქმეს მიხედოს? მე ცხოველთა უფლებებზე ვსპეციალიზდები და ამ თემას ვეხები , ვცდილობ სიტუაციის გამოსწორებას. ვიღაცა ფინანსისტია, ვიღაცა იურისტი, და ასე ერთდროულად თუ არ ვაკეთეთ საქმე შანსი არაა პროგრესის. აი მაგალითისთვის რო ავიღოთ, ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანი ტვინია. მარტო ტვინს რო მივხედოთ ყველამ ერთად , კბილები დაგძვრება, და ნუ ხო ხვდები. ნეტა რას ვხსნი ახლა. შედეგი აქვს 0
ნიკა
სისხლის სამართლის კოდექსში ისე ძაღლის მკვლელობაზე მუხლიც ხო არ ჩავდოთ და ბარემ ციხეში გავუშვათ დამნაშავეები 10 წლით... რა დროს ძაღლებია ხალხო ამოდენა ხალხი იხოცეება, რა ძაღლები რას ბოდავთ?? რაზეც გასამახვილეველია ყურადრება ჯობია იმაზე გაამახვილოთ ძვირფასო საზოგადოებავ!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?