საგურამოში უსახლკარო ძაღლს 13 ტყვია ესროლეს
საგურამოში უსახლკარო ძაღლს 13 ტყვია ესროლეს
ადამიანებს ისევე, როგორც ცხოველებს გააჩნიათ უფლებები, რომლის დარღვევა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონით. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი არ არის ვრცლად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ბოლო დროს, უფრო იმატა საქართველოში ცხოველთა მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებების რიცხვმა.

თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს ის, რომ ცხოველებს აქვთ უფლებები, რომელსაც იცავს სისხლის სამართლის 259-ე მუხლი და ყველა მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს კანონს.

მათ, როგორც ყველა ცოცხალ არსებას, სურთ მშვიდობიან გარემოში ცხოვრება და არავის აქვს მათი ხელყოფის უფლება.

სამწუხაროდ, რიგი საკანონმდებლო აქტების მიუხედავად, მაინც ძალიან ხშირად ხდება
მათი უფლებების დარღვევა. მსგავსი და უკვე მერამდენე, ფაქტი მოხდა 10 მარტს 12:00 სთ-ზე, სოფელ საგურამოში,
ადგილობრივმა მცხოვრებმა ცეცხლსასროლი იარაღით მძინარე ძაღლს საფანტის ტყვიებით 13 ჭრილობა მიაყენა.  ხასიათით საკმაოდ მშვიდი და თბილი ძაღლი იყო მიკედლებული მაღაზიის თანამშრომლებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო ბირკიანი, აცრილი და სტერილური. ანუ სრულიად უსაფრთხო საზოგადოებისთვის. გაურკვეველი რჩება ამ პიროვნების მოტივი.

ამ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ქალბატონ დიანა სარალიძეს ,რომელიც ასევე პატრონობდა და ხშირად კვებავდა ამ უწყინარ ძაღლს.

"სროლის ხმა ჩემი სახლიდან გავიგე, 15 წუთის შემდეგ ჩემთან მაღაზიის თანამშრომელი ქალბატონი მოვიდა ატირებული, დროზე, ესროლეს, გვიშველეო; ძაღლი სასწრაფოდ გადავიყვანე ვეტერინარ ვახტანგ მამალაძესთან, სადაც მას ჩაუტარდა ყველა შესაბამისი პროცედურა, გადავუღეთ რენდგენი, სადაც ჩანს, რომ მოხვედრილი აქვს საფანტის 13 ტყვია.

Zooclub

3 საათი ვიჯექი პოლიციის განყოფილებაში. მოვითხოვე, რომ დამნაშავე დასჯილიყო. სისხლის კვალი არსად არ ჩანს. მხოლოდ იმ ადგილას არის, სადაც იწვა ძაღლი. ასევე ჩემს მიერ გადაღებულ სურათებზეც ჩანს კვალი, რომელიც უკვე ჩამორეცხილია. საჩივარი, თანდართული რენტგენის ფოტოებით შეტანილია პოლიციაში.

ველოდებით, რომ საქმე იქნება ობიექტურად გამოძიებული, დამნაშავე დაისჯება და გასამართლდება სისხლის სამართლის 259-ე მუხლის დარღვევის გამო. თვითლმხილველები, სამწუხაროდ, სდუმან. ვერაფრით დავიჯერებ, რომ იქ მყოფთაგან რომელიმემ მაინც ვერ ამოიცნო დამნაშავე. სავარაუდოდ, ჩემი ოჯახის ჯიბრზე არის გაკეთებული ეს ყველაფერი, ჩვენ ამ ძაღლს და კიდევ რამოდენიმეს ვკვებავთ ჩვენი ხარჯებით.

Zooclub

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი რატომღაც ვერ ეგუება ამ ფაქტს. დროებით ძაღლი, სახელად „სტრელკა“ წამოყვანილი მყავს სახლში, როგორც კი გამოჯანმრთელდება მსურს, გავაჩუქო კარგ ადამიანზე, რომელიც მოუვლის და იმ საშინელ დღეს დაავიწყებს, რაც ამ ადამიანმა მას გადაატანინა“.


ჩვენ ასევე გავესაუბრეთ ვეტერინარ ბატონ ვახტანგ მამალაძეს:

"ძაღლი თავს უკეთ გრძნობს , მხოლოდ კოჭლობს. საქმე აღძრულია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ბოლო პერიოდში ისევ იმატა ძალადობამ ცხოველებზე, რაც საკმაოდ ცუდის ნიშანია.

Zooclub

Zooclub

Zooclub

მე დავწერე ვეტერინარული დასკვნა ძაღლის ჯანმრთელობის შესახებ, რაც ჩაიდო საქმეში და ტყვიების რაოდენობა დაფიქსირებულია - სხეულში 13 ტყვიაა. ველოდებით შესაბამის რეაგირებას პოლიციის მხრიდან, ისინი იძლევიან დაპირებებს, რომ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას ამ ფაქტთან დაკავშირებით და დამნაშავეს დაიჭერენ.’’


Zooclub.ge გაცნობებთ, თუ როგორ ჩაივლის გამოძიება და დასრულდება აღნიშნული საქმე. ასევე უსურვებს უწყინარ „სტრელკას“ გამოჯანმრთელებას და ყველაზე მნიშვნელოვანს, ისეთი პატრონის პოვნას, რომელსაც უზომოდ ეყვარება და ადამიანების ბოროტებას დაავიწყებს.

ადამიანებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოთხფეხა არსებებს ყველაზე მეტად ვჭირდებით და უნდა შევეცადოთ, ხშირად გავანებივროთ ისინი, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ.


ანი ქარჩავა სპეციალურად Zooclub.ge-თვის


Zooclub



_ _ _

2 წლის შემდეგ ZooClub.ge ამ ულამაზესი ძაღლის ბედით დაინტერესდა.

როგორც გაირკვა, ამ ფაქტის შემდეგ ძაღლი დიანა სარალიძესთან ცხოვრობს. ის სრულიად გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ადამიანს, რომელმაც ის დაჭრა, გამოძიების დროს მოწმემ მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა გადაიფიქრა, შესაბამისად, არანაირი სასჯელი, ან ჯარიმა არ შეეხო.

ერთადერთი რეაგირება, რაც სამართალდამცველებისგან ამ ფაქტს მოჰყვა იყო ის, რომ ეჭვმიტანილი მკაცრად გააფრთხილა საგურამოს პოლიციის უფროსმა.



ფოტო - 2 წლის შემდეგ:

Zooclub
Tako abashidze
გთხოვთ თუ ნომრის დატივება არ მოხერხდება ქალბატონი ტავად შემეხმიანოს სოციალური ქსელის მეშვეობით>
Tako abashidze
დაწერეთ ქალბატონის საკონტაკტო ტელეფონი
გივის მზიას პასუხი
არც უსაქმური ვარ, არც ავადმყოფი და მით უმეტეს, არც თაღლითი. ან ვითომ ფული როგორ უნდა ვიშოვო აქ გაკეთებული განცხადებით და ნამდვილად მიკვირს შენნაირი ადამიანების - უწყინარი, მშვიდი და მძინარე ძაღლია დაჭრილი ვითომ ვაჟკაცის მიერ. ასეთი გადაგვარებული არაკაცები რომ არიან მომრავლებულები, სუსტის დაჩაგვრა რომ კაცობად იქცა, არც ერთი შოუ რომ აღარ გადის გაურკვეველი სქესის წარმომადგენლის, კესარიას გარეშე და შოთა რუსთაველი უმეტესობას საქართველოს მეფე რომ გონია, ეგაა ჩვენი უბედურება.
გივი
ტქვენ ხარტ უსაქმურების, ავადმყოფების და თაღლითების ბრბო, ფული რითი უნდა ისოვნოპთ არარ იცით და ვაითობ ზაან გული შეგტკივათ აბ ძარღლებზე,
111
თუ ყველა ერთად დავდგებით ჩასვავენ ციხეში იმ ადამიანს,მარტო ვაი ვიშით არ გამოვა არაფერი.ძალა ერთობაშია. პ.ს დურუ იმკურნალე!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?