error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/7318b26ed40ae0b8e8f89ee098b58cbe.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს ძაღლს ნამდვილად ვუყვარვართ: 11 მთავარი ნიშანი, რომლებსაც ვეტერინარები გვიზიარებენ
როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს ძაღლს ნამდვილად ვუყვარვართ: 11 მთავარი ნიშანი, რომლებსაც ვეტერინარები გვიზიარებენ
თამაშის შეთავაზებიდან ჩახუტებამდე: ჩვენი პატარა მოძმეები ყველაფრისთვის მზად არიან, თუ საქმე საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობების გამოხატვას ეხება.

გამოცემა "Insider"-მა ვეტერინარებს კითხვით მიმართა, თუ როგორ გამოხატავს ძაღლი სიყვარულს პატრონის მიმართ. აღმოჩნდა, რომ ეს ნიშნები არც თუ ისე ცოტაა. საქმე ის არის, რომ შინაურ ცხოველს სიყვარულის გამოხატვა სხვადასხვა ქმედებით შეუძლია.

და აი, მათ შორის ყველაზე მთავარი, რომელიც ძაღლის ყველა პატრონმა უნდა იცოდეს:

ყოველი ძაღლი ხვდება საყვარელი ადამიანის სახელს, თუ ამას სხვა წარმოთქვამს, ცხოველი მისი გაგონებისთანავე სიხარულის დემონსტრირებას ახდენს.

ძაღლმა ადამიანს, რომელსაც ენდობა, შეიძლება სთხოვოს
"დაზიანებული" ნივთის შეკეთება. მაგალითად, მიუტანოს გაფუჭებული სათამაშო.

Zooclub

თუ თქვენი ოთხფეხა მეგობარი გიცავთ, სანამ თქვენ საკვებს
მიირთმევთ, იცოდეთ, რომ ამგვარად ის თქვენდამი ერთგულებას გამოხატავს.

პატრონის უსაფრთხოების მიზნით კორექტირებისკენ სწრაფვა - კიდევ ერთი ნიშანია, რომ ძაღლს უყვარხართ. მაგალითად, ცხოველს ბავშვი სამანქანო გზიდან საფეხმავლო გზისკენ გადმოჰყავს. მსგავსი ქცევა ახასიათებთ ჯიშებს, რომლებიც გამოყვანილია დამხმარე მიზნებისთვის. მაგალითად, ბორდერ კოლი და ავსტრალიური ნაგაზი.

Zooclub

ზოგიერთი ძაღლის აზრით, პატრონის მიმართ სიყვარულის საუკეთესო გაზიარება სახით შეხებაა, მაგრამ ვეტერინარების თქმით, თუ ძაღლი სახით ეხება სხვა საგნებსაც, მაგალითად, ავეჯს, ეს ქცევა შესაძლოა დერმატოლოგიურ პრობლემებზე მიანიშნებდეს.

ძაღლების ნაწილი მღელვარებას იწყებს, როდესაც პატრონი წვება საწოლში ან დივანზე. ამგვარად ისინი ღელავენ პატრონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ძაღლი დაჟინებით გიყურებთ თვალებში? ეს ძლიერი მიჯაჭვულობის გამოხატულებაა, რომელსაც ის თქვენ მიმართ განიცდის.

Zooclub

ძაღლს ღიმილი არ შეუძლია, მაგრამ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას, მისი სახის გამომეტყველება სრულიად იცვლება - თითქოს იღიმის.

Zooclub

ნდობის კიდევ ერთი ნიშანია, როდესაც ძაღლი თამაშს გთავაზობთ.

Zooclub

თუ ნეგატიურ განწყობაზე ხართ, მოსიყვარულე ძაღლი ამას ყოველთვის გრძნობს და რთულ წუთებში გვერდიდან არ გცილდებათ.

და ბოლოს, სიყვარულის გამოხატვის ყველაზე ნათელი ნიშანია, როდესაც ძაღლი პირდაპირ მკლავებში გიხტებათ, რათა მისი ჩახუტება შეძლოთ.

წყარო: insider.com

ასევე იხილეთ:

როგორ მოქმედებს ადამიანის განწყობასა და ჯანმრთელობაზე ძაღლთან ურთიერთობა?

ძაღლების შესახებ რამდენიმე ფაქტი, რომლებიც შესაძლოა, პირველად შეიტყოთ

როგორ გავიგოთ ძაღლის სურვილები მისი ქცევების მიხედვით?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?