როგორ მოქმედებს ადამიანის განწყობასა და ჯანმრთელობაზე ძაღლთან ურთიერთობა?
როგორ მოქმედებს ადამიანის განწყობასა და ჯანმრთელობაზე ძაღლთან ურთიერთობა?
ბოლო დროს კიდევ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება ძაღლის აყვანის სურვილი, რის შემდეგაც პატრონი დიდ სიამოვნებას იღებს საკუთარ ბინადართან სეირნობით, თამაშით და ა.შ. სამეცნიერო კუთხით ამას თავისი ახსნა აქვს და პასუხი ძალიან მარტივია. განმარტებას აკეთებს მეგ ოლმერტი, ავტორი წიგნისა "შექმნილია ერთმანეთისთვის: ბიოლოგიური კავშირი ადამიანსა და ცხოველს შორის". ის მსჯელობს ადამიანისა და ძაღლის მეგობრობაზე. ასევე, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე ეს კავშირი.

როდესაც ადამიანებმა ძაღლების მოშინაურება დაიწყეს

მეგის თქმით, ადამიანის და ძაღლის პირველი კონტაქტი 45 ათასი წლის წინ დაიწყო. ეს მონაცემები მიღებულია არქეოლოგიური
გათხრების შედეგად, რომელიც ამტკიცებს, რომ დაახლოებით ამ პერიოდში ძაღლებმა ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება დაიწყეს. ამას წინ
უძღვოდა ადამიანის და მგლის მეგობრობის ასობით წელი, რომელიც ნაკლებად ახლო და მეტად პრაგმატული იყო. 

როგორ მოქმედებს ადამიანზე ძაღლთან ურთიერთობა

მეგი დარწმუნებულია ნეიროქიმიის, ფსიქოლოგიის და უკუქცევითი ურთიერთობის არსებობაში, რომელიც ყალიბდება პატრონსა და შინაურ ცხოველს შორის. მისი თქმით, პატრონი- ეს ყველაზე დიდებულია, რაც კი ძაღლს ოდესმე უნახავს და მასთან იწყებს ურთიერთობების დალაგებას. სწორედ ამ მიზეზით თქვენს ძაღლთან კონტაქტი ისეთი არ არის, როგორც მაგალითად, თქვენი და მეზობლის ძაღლს შორის.

სპეციალისტს მოჰყავს დედის მაგალითი, რომელიც თავისი შვილის დანახვისას განიცდის განსხვავებულ ემოციას, ხოლო სხვა ბავშვის დანახვის შემთხვევაში, ტვინის სხვა უჯრედები აქტიურდება. როდესაც ადამიანი ხედავს თავის შვილს ან შინაურ ცხოველს, აქტიურდება ტვინის ნაწილი, რომელიც მდიდარია დოფამინით და ოქსიტოცინით. ამ შემთხვევაში გულის ცემის დონე მცირდება, ასევე, მცირდება არტერიული წნევა და შედეგად ოპიოდების, ადრენალინის, სეროტონინის გამოყოფა იწყება. აქ ჩამოთვლილია ანტისტრესული ქიმიური ნივთიერებები და ისინი გამოიყოფა როგორც პატრონისგან, ისე შინაური ცხოველისგან.

ძაღლთან ურთიერთობით ადამიანი გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებული ხდება. სეროტონინის და ადრენალინის გამოყოფა სხვადასხვა საშუალებითაც შეიძლება, თუმცა, ეს მეთოდი ბევრად მარტივია და არ გააჩნია უკუჩვენებები.

არის თუ არა ძაღლთან ურთიერთობა თერაპია

არსებობს პროგრამები, სადაც ძაღლებს იყენებენ თერაპიული მიზნით. სწორედ მსგავს პროგრამაზე მუშაობს მეგ ოლმერტი, რომელსაც Warrior Canine Connection-ი ეწოდება.  ამ პროგრამის ფარგლებში მეგი ეხმარება ადამიანებს პოსტტრავმული აშლილობის და სტრესის დროს. პაციენტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ თავიანთი ძაღლი ნებისმიერ მედიკამენტზე უკეთესია.

ასევე იხილეთ:

მეცნიერების დასკვნით, ძაღლებს ადამიანების საუბარი კარგად ესმით

ძაღლებმა ემოციების გამოვლენა ადამიანების გულის მოსაგებად ისწავლეს

სპეციალისტებმა დაამტკიცეს რომ ადამიანების მსგავსად, პრობლემებზე ფიქრის დროს, ძაღლებს ღამე დაძინება უჭირთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?