მეორე ძაღლი - გონიერი მიდგომა
მეორე ძაღლი - გონიერი მიდგომა
მეორე ძაღლი - ეს ყოველთვის მოფიქრებული და სერიოზული ქმედებაა. მისი მოყვანისას თქვენ უკვე შედარებით გაცნობიერებულად უდგებით ჯიშის შერჩევას , გეგმავთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, ამიტომ აქ ემოდია არ თამაშობს დიდ როლს, საჭიროა საქმისადმი გონივრული მიდგომა.

თავიდან უნდა დარწმუნდეთ, შეძლებს თუ არა თქვენი პირველი ძაღლი სხვა ძაღლთან თანაცხოვრებას, აქვს თუ არა პირველ ძაღლს ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ძაღლების ურთიერთობას შეუშლის ხელს (შესაძლოა ფსიქოლოგიური განსაკუთრებულება, ან სიბერე)?


ტერიტორიის გაყოფა

ყველა მომენტის კარგად გააზრების შემდეგ მოემზადეთ ძაღლის სახლში მოყვანისთვის. აქ ყველაფერი ისევეა, როგორც პირველ შემთხვევაში
- აარჩიეთ ზოომაღაზიაში ყველაფერი, რაც დასჭირდება თქვენს მეორე ძღლს, უკეთსია, თუ ის არ გამოიყენებს პირველი
ძაღლის ნივთებს და ექნება საკუთარი ადგილი, სათამაშო და საყელური.

არ დაგავიწყდეთ პირველი ძაღლი, მას არ უნდა მოაკლდეს ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ეჭვიანობას დაიწყებს.


პირველი ნაცნობობა


პირველი ნაცნობობის დაწყება საჭიროა ფრთხილად და დაძალების გარეშე, უკეთესია ნეიტრალურ ტერიტორიაე, რომ ძაღლები მიეჩვივნენ ერთმანეთს და არ იყოს მიზეზი ჩხუბის და გარჩევების.

უკეთესია, თუ ძაღლები იქნებიან სხვადასხვა სქესის, მაშინ ტერიტორიის გაყოფა არ იქნება ძალიან მტკივნეული და მშვიდი გარემო ოჯახში არ შეიცვლება კონფლიქტებით და ლიდერობისთვის ბრძოლით. ერთადერთი მინუსი - პრობელმა ასეთ დროს არის მძუვნობის პერიოდში სად გაარიდოთ ძაღლი, მაგრამ ესეც ადვილად გადასაწყვეტია, თუ გაქვთ ერთი ოთახი, რომელიც კარგად იკეტება.

არ უნდა დაუშვათ კონფლიქტები ერთი სქესის ძაღლებში, ყურადღბა უნდა მიექცეს ოჯახში იარარქიას და რა თქმა უნდა არ უნდა შეიქმნას კონფლიქტური სიტუაცია, განსაკუთრებით ძაღლების ურთიერთობის პირველ პერიოდში.

თუ თქვენ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, მაშინ მშვიდობა თქვენს სახლში და მეორე ძაღლის მოყვანის ბედნიერებას არ დაჩრდილავს უსიამოვნო მომენტები.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?