რატომ არ უნდა გყავდეთ ორზე ნაკლები ცხოველი (+ფოტო)
რატომ არ უნდა გყავდეთ ორზე ნაკლები ცხოველი (+ფოტო)
ხანდახან ხდება, როდესაც ბედი არა ერთი, არამედ ორი ან მეტი ცხოველის გადარჩენის შანსს გვაძლევს. სწორედ ასე, 4 წლის წინ, ქუჩიდან ორი კნუტი ავიყვანე და ერთმანეთს არ დავაშორე, რასაც დღემდე ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად ვთვლი.

რატომ არ უნდა გყავდეთ ორზე ნაკლები ცხოველი?!

იმიტომ, რომ მათ ჩუქნით საშუალებას, ადვილად გადაიტანონ სტრესი.
აარიდებთ მოწყენას, რაც ძალიან აქტუალურია თქვენი არყოფნის პერიოდში.
ისინი ერთად ითამაშებენ.

Zooclub

მგზავრობის დროს ორზე ერთი გადამყვანი სრულიად საკმარისია.
კუპეში ორი უფრო იმხიარულებს!

იმ ბედნიერებასთან ერთად, რასაც ისინი იღებენ, თქვენ თავად
იგრძნობთ დადებით ემოციებს მათი ბედნიერების ყურებით!

სტატიაში ჩემი კატების - დაშა და საშას ფოტოებია გამოყენებული.
ისინი ქუჩიდან ავიყვანე და დავიტოვე.

დაახლოებით 1 თვის წინ დილის სირბილის დროს კიდევ ორი გადაყრილი ძუ კნუტი ვიპოვე.

Zooclub

მე მათ ტუსია და ბუსია დავარქვი.

ახლა ეს პატარებიც წამოიზარდნენ და ეძებენ ოჯახს, სადაც ორივე ერთად იცხოვრებს!


ისინი ერთად იბრძოდნენ სიცოცხლისთვის, ერთად გადარჩნენ და აუცილებლად მუდამ ერთად უნდა იყვნენ!

ახლა ჩემი ორი პატარა გადარჩენილ ორ კნუტს უვლის.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?