ყნოს­ვით მიგ­ნე­ბა - ძაღლის არაჩვეულებრივი უნარი
ყნოს­ვით მიგ­ნე­ბა - ძაღლის არაჩვეულებრივი უნარი
ძაღ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, ყნოს­ვით აღიქ­ვა­მენ გა­რე­მომ­ცველ სამ­ყა­როს . თუმ­ცა ზო­გი­ერთ ძაღლს, მა­გა­ლი­თად მე­ძებ­რებს, სა­ხი­სა და სხე­უ­ლის ფორ­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა წყა­ლო­ბით უკეთ შე­უძ­ლიათ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა.

სუ­ნის ამ­ღებ­ნი
აშ­კა­რა­ა, რომ ძაღ­ლი სუ­ნის ამოც­ნო­ბას ნეს­ტო­ე­ბით იწყ­ებს. მი­სი ყნოს­ვის უნა­რი გა­ცი­ლე­ბით აღე­მა­ტე­ბა ჩვენ­სას, რაც გე­ნე­ტი­კუ­რი რუ­კე­ბის შე­და­რე­ბი­და­ნაც ჩანს: ძაღ­ლის ყნოს­ვის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გე­ნე­ბის რიცხ­ვი და­ახ­ლო­ე­ბით 30%-ით აღე­მა­ტე­ბა ადა­მი­ა­ნი­სას. ძაღ­ლებს ცხვი­რის ღრუ­ში აქვთ 2 მი­ლი­არ­დამ­დე ყნოს­ვის ნერ­ვუ­ლი უჯ­რე­დი, ჩვენ _ 12 მი­ლი­ო­ნამ­დე. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დი­დია მა­თი ცხვი­რის ღრუს შე­და­რე­ბი­თი ზე­და­პი­რუ­ლი ფარ­თო­ბიც.

გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა
ბო­ლო დრო­ის გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ
ლეკ­ვებს ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლი­ათ სუ­ნის ამოც­ნო­ბა და­ბა­დე­ბამ­დეც. ამას ადას­ტუ­რებს ფაქ­ტი, რომ ლეკ­ვო­ბის ასა­კი­დან ისი­ნი ისეთ საკ­ვებს
ეტა­ნე­ბი­ან, რი­თაც მა­თი დე­და იკ­ვე­ბე­ბო­და მა­კე­ო­ბის დროს. თით­ქმის და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მგლე­ბის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ამ თვი­სე­ბის წყა­ლო­ბით ლეკ­ვე­ბი ად­გე­ნენ, რომელი საკ­ვე­ბია მათ­თვის უსაფ­რთხო. მათ ეს თვი­სე­ბა ეხ­მა­რე­ბა გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა­ში მას შემ­დეგ, რაც ძუ­ძუს თავს და­ა­ნე­ბე­ბენ და და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას და­იწყ­ე­ბენ.

სვე­ლი ცხვი­რი

ხში­რად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მშრა­ლი ცხვი­რი ძაღ­ლის ავად­მყო­ფო­ბის ნიშა­ნი­ა, მაგ­რამ ეს ყო­ველ­თვის ასე არ არის. უბ­რა­ლოდ, ნო­ტიო ცხვი­რით ძაღლს სუნის მქონე მო­ლე­კუ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა უად­ვილ­დე­ბა. ამას აღ­წევს დაყ­ნოს­ვი­თაც, ამ დროს მოქ­ნი­ლი ნეს­ტო­ე­ბი უფარ­თოვ­დე­ბა.

ყნოს­ვის ცენ­ტრი
ძაღ­ლის არ­სე­ბო­ბა­ში ყნოს­ვას უდი­დე­სი რო­ლი აქვს, რაც ცხო­ვე­ლის თა­ვის ტვი­ნის აგე­ბუ­ლე­ბი­და­ნაც ჩან­ს. შუბ­ლის წი­ლი, სა­დაც სუ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­ღე­ბი ყნოს­ვის ცენ­ტრი მდე­ბა­რე­ობს, ტვი­ნის სხვა უბ­ნებ­თან შე­და­რე­ბით გა­დი­დე­ბუ­ლი­ა. ყნოს­ვის ცენ­ტრი ცხვი­რის ღრუს ყნოს­ვის ნერ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უკავ­შირ­დე­ბა.

ყნოს­ვის უნა­რის შეც­ვლა
ძაღ­ლის ყნოს­ვი­თი შეგ­რძნე­ბა ყო­ველ­თვის ერთ­­ნა­ი­რი არ არის _ ის შე­იძ­ლე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იც­ვა­ლოს. ყნოს­ვა უფ­რო ეფექ­ტუ­რი­ა, რო­ცა ძაღ­ლი მში­ე­რი­ა, და პი­რი­ქით, ყნოს­ვის სიმ­ძაფ­რე მცირ­დე­ბა და­ნაყ­რე­ბის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ საკ­ვე­ბი რო­მე­ლი­მე ცხო­ვე­ლურ ცხიმს შე­ი­ცავს. ასე­ვე არ არის შემ­თხვე­ვი­თი, რომ შე­ჯიბ­რების დროს მე­ძე­ბა­რი ძაღ­ლე­ბი­სათ­ვის გა­სარ­ბე­ნი მარ­შრუ­ტის მო­ნიშ­ვნა ანი­სუ­ლის ზე­თის გა­მო­ყე­ნე­ბით ხდე­ბა არა იმი­ტომ, რომ მი­სი სუ­ნი მოს­წონთ – უბ­რა­ლოდ მას, რო­გორც ცნო­ბი­ლი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით ად­ვი­ლად აგ­ნე­ბენ.

ჰა­ერ­ში გაბ­ნე­უ­ლი სუ­ნი
ძაღ­ლებს ჰა­ერ­ში გაბ­ნე­უ­ლი სუნის მქონე მო­ლე­კუ­ლე­ბის აღ­ქმა შე­უძ­ლი­ათ ია­კობ­სო­ნის ორ­გა­ნოს სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც სა­სა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ხვა­დე­ბი მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით აღიქ­ვა­მენ ატ­მოს­ფე­რო­ში გავ­რცე­ლე­ბულ ქი­მი­ურ გზავ­ნი­ლებს – ფე­რო­მო­ნებს, რომ­ლებ­საც უმ­ცი­რე­სი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ყოფს მძუ­ნა­ვი ძაღ­ლი (იხ. გვ. 60-61). ურ­თი­ერ­თო­ბის ამ უხი­ლა­ვი მე­თო­დის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას, რა ამო­უც­ნო­ბი გზით აგ­ნე­ბენ ხვა­დე­ბი ახ­ლო­მახ­ლო მყოფ ძუს, რო­მე­ლიც მზად არის შეწყ­ვი­ლე­ბის­თვის.

აქ ვინ იყო?
ეს ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რი ხის ძირს სუ­ნავს, რი­თაც ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებს იმ ძაღ­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც ახ­ლა­ხან გა­ი­ა­რეს და ად­გი­ლი სუ­ნით მო­ნიშ­ნეს.

სუ­ნის აღე­ბა და სუ­ნის და­ტო­ვე­ბა
ეს ბა­სეტ ჰა­უნ­დი სუ­ნით კვა­ლის ამ­ღებ ძაღ­ლად არის და­ბა­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა სი­ა­რუ­ლის დროს თა­ვა­დაც ტო­ვებს მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სუნს თი­თებს შო­რის გან­ლა­გე­ბუ­ლი სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი სეკ­რე­ტის მეშ­ვე­ო­ბით.

გრძე­ლი ყუ­რე­ბი
ბა­სეტ ჰა­უნ­დი­სა და სხვა მე­ძებ­რე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია გრძე­ლი, მი­წამ­დე ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი ბარ­ტყუ­ნა ყუ­რე­ბი. მა­თი დახ­მა­რე­ბით ჰა­ერ­ში არ­სე­ბუ­ლი სუნის მქონე მო­ლე­კუ­ლე­ბი ძაღ­ლის ცხვი­რის სი­ახ­ლო­ვეს გროვ­დე­ბა.

იდე­ა­ლუ­რი ცხვი­რი
ბა­სეტ ჰა­უნ­დის ცხვი­რის ფორ­მა მის­თვის, რო­გორც მე­ძებ­რის­თვის, იდე­ა­ლუ­რი­ა. გრძე­ლი და დი­დი ცხვი­რის ფარ­თო ში­და ზე­და­პი­რი და­ფა­რუ­ლია სუ­ნის აღ­მქმე­ლი მგრძნო­ბი­ა­რე, ე.წ. ყნოს­ვის, უჯ­რე­დე­ბით.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?