ძაღლებს განსაკუთრებული უნარი აქვთ - მათ სიმსივნის აღმოჩენა შეუძლიათ
ძაღლებს განსაკუთრებული უნარი აქვთ - მათ სიმსივნის აღმოჩენა შეუძლიათ
ძაღ­ლე­ბის ყნოს­ვის სა­ო­ცარ უნარს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღი­ა­რებ­დნენ , მაგ­რამ მხო­ლოდ ბო­ლო დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მათ სიმ­სივ­ნის დად­გე­ნაც შე­უძ­ლი­ათ. მე­დი­კო­სე­ბი უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად და­ინ­ტე­რეს­დნენ ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რით, რო­მე­ლიც მათ სხვა­დას­ხვა სიმ­სივ­ნის ახ­ლე­ბუ­რად შეს­წავ­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.


პირ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბი
ამ სფე­რო­ში გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და­იწყო 1980-ი­ა­ნი წლე­ბის და­სას­რულს, რაც გა­ნა­პი­რო­ბა დალ­მა­ცი­ე­ლის, სა­ხე­ლად ტრუ­დის, ქცე­ვამ. იგი ჯი­უ­ტად ცდი­ლობ­და პატ­რო­ნის ფე­ხი­დან ხა­ლის მოღ­რღნას. ეს ადა­მი­ა­ნი ექიმ­თან წა­ვი­და და თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი დარ­ჩა, რო­დე­საც მი­სი კა­ნის დე­ფექ­ტი სი­ნამ­დვი­ლე­ში ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი მე­ლა­ნო­მა აღ­მოჩ­ნდა. ეს შემ­თხვე­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და სხვა
მა­გა­ლი­თე­ბიც იმ ძაღ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც პატ­რო­ნე­ბის სიმ­სივ­ნურ და­ა­ვა­დე­ბა­ზე მი­უ­თი­თეს.

სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი
ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე
სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვა ეხე­ბა ძაღლს, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და პატ­რო­ნის გაფ­რთხი­ლე­ბას მკერ­დის კი­ბოს შე­სა­ხებ და ამის­თვის ერ­თთა­ვად მი­ი­წევ­და და­ა­ვა­დე­ბუ­ლის უბის­კენ. რო­გორც კი სიმ­სივ­ნე ამოკ­ვე­თეს, ძაღ­ლმა ამ­გვარ ქცე­ვას თა­ვი და­ა­ნე­ბა... მაგ­რამ სა­მი თვის შემ­დეგ კვლავ და­იწყ­ო. პატ­რო­ნის სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ იქ სიმ­სივ­ნუ­რი ქსო­ვი­ლის მცი­რე კე­რა ჯე­რაც არ­სე­ბობ­და. აშ­შ-სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლე­ბე­ლია ძაღ­ლე­ბის გაწ­ვრთნა სხვა­დას­ხვა ტი­პის სიმ­სივ­ნის აღ­მო­სა­ჩე­ნად. ასე­ვე დად­გინ­და, რომ ძაღ­ლი ამას სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ამო­ნა­სუნ­თქი ჰა­ე­რის სუ­ნის მი­ხედ­ვით იგებს.

სხვა­დას­ხვა არო­მა­ტი
უაღ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყნოს­ვის გა­მო ძაღ­ლებს უამ­რა­ვი სუ­ნის დად­გე­ნა შე­უძ­ლი­ათ. მათ სხვა­დას­ხვა სუ­ნი ერ­თმა­ნეთ­ში არასოდეს ერე­ვათ. ძაღ­ლე­ბი სუნს ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღიქ­ვა­მენ. თუ სა­ნე­ლებ­ლე­ბის ნა­ზა­ვი ჩვენ­თვის ერ­თი მთლი­ა­ნი არო­მა­ტი­ა, ძაღ­ლე­ბი მას­ში შე­მა­ვა­ლი თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტის სუნს ცალ­-ცალ­კე ცნო­ბენ. მა­თი ტვი­ნიც უაღ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ყნოს­ვი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად და ანა­ლი­ზის­თვის (იხ. გვ. 104).

მარ­ტი­ვი მე­თო­დი

კლი­კე­რით მუ­შა­ო­ბა წვრთნი­სას ძაღ­ლში მორ­ჩი­ლე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ­რო­გორც კი ძაღ­ლი სწო­რად შე­ას­რუ­ლებს ამო­ცა­ნას, კლი­კე­რის ხმა ეს­მის და ამით იგებს, რომ კარ­გად მო­იქ­ცა. თან­და­თა­ნო­ბით ამ ხმა­ზე და­დე­ბი­თი პი­რო­ბი­თი რეფ­ლექ­სი გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბა.

სა­თა­ნა­დო წვრთნა
ზოგჯერ ძაღ­ლებს ყო­ველ­გვა­რი წვრთნის გა­რე­შეც შე­უძ­ლი­ათ შე­ამ­ჩნი­ონ ცვლი­ლე­ბა პატ­რონ­ში. დი­დი ხა­ნია მეც­ნი­ე­რე­ბი გა­მოც­დილ კი­ნო­ლო­გებ­თან ერ­თად იკვლევენ ძაღ­ლის გაწ­ვრთნის მე­თო­დებს ქსო­ვი­ლის სინ­ჯებ­ში სიმ­სივ­ნუ­რი უჯ­რე­დე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად. მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­დე­გი მი­ი­ღეს ქა­ლაქ ტა­ლა­ჰა­სი­ში (ფლო­რი­და) ჩა­ტა­რე­ბულ ცდებ­ში, რომ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და მი­ტელ­შნა­უ­ცე­რი ჯორ­ჯი. ამ ძაღლს, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად იყო გაწ­ვრთნი­ლი, სუ­ლაც არ გას­ჭირ­ვე­ბია კა­ნის კი­ბოს მიგ­ნე­ბა სუ­ნით და ნი­მუ­შე­ბის 99% სწო­რად ამო­იც­ნო.

სხვა­დას­ხვა ტი­პის სიმ­სივ­ნის დად­გე­ნა
დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ძაღ­ლებს შარ­დის სუ­ნით შარ­დის ­ბუშ­ტის კი­ბოს და­სად­გე­ნად წვრთნი­ან. მარ­თა­ლი­ა, ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს, რო­გორც ჯორ­ჯის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ იმა­ზე უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი მი­ი­ღეს, ვიდ­რე სხვა მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას. ამ და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ებს ძაღ­ლე­ბი უკეთ ად­გენ­დნენ, ვიდ­რე ექი­მე­ბი დი­აგ­ნოს­ტი­კის აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის, მა­გა­ლი­თად კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის, გა­მო­ყე­ნე­ბით. გარ­და ამი­სა, ამო­ნა­სუნ­თქი ჰა­ე­რის სუ­ნით ძაღ­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­ად­გი­ნონ არა მხო­ლოდ სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის, არა­მედ ფილ­ტვის კი­ბოც.

ძაღ­ლე­ბი აღარ არის სა­ჭი­რო

ძაღ­ლებ­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა სიმ­სივ­ნის დად­გე­ნის უნარ­მა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ახ­ლა მკვლევ­რე­ბის­თვის აშ­კა­რა­ა, რომ ინ­დი­ვი­დის სიმ­სივ­ნეს თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კუ­რი სუ­ნი აქვს. სა­მო­მავ­ლო კვლე­ვე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ამ მთა­ვა­რი ბი­ო­მარ­კე­რე­ბის ბუ­ნე­ბის დად­გე­ნა და მათ ამო­საც­ნო­ბად სა­ჭი­რო ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა.

კი­ბოს აღ­მომ­ჩე­ნი კლო­ნე­ბი
ამ ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვერს ია­პო­ნი­ი­დან, რო­მელ­საც სიმ­სივ­ნის დად­გე­ნის უნი­კა­ლუ­რი ნი­ჭი აღ­მო­აჩ­ნდა, საკ­ვერ­ცხე­ე­ბი ამოც­ლი­ლი ჰქონ­და, მა­შა­სა­და­მე, ლეკ­ვე­ბი ვერ ეყო­ლე­ბო­და. ამი­ტომ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მო­ახ­დი­ნეს მი­სი კლო­ნი­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ მა­ნამ­დე მი­ი­ღეს ნარ­კო­ტი­კე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი ძაღ­ლე­ბის კლო­ნე­ბიც _ მეც­ნი­ე­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ამ ლაბ­რა­დო­რის ლეკ­ვებს დე­დის ნი­ჭი მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მათ.

სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი
სიმ­სივ­ნის აღ­მომ­ჩე­ნი ძაღ­ლე­ბის გა­საწ­ვრთნე­ლად დად­გე­ნი­ლი მე­თო­დე­ბი ძალ­ზე ჰგავს ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სუ­ნით ამოც­ნო­ბის მე­თო­დებს. ძაღ­ლებს აქვთ მხო­ლოდ სპე­ცი­ფი­კუ­რი სუ­ნე­ბის ამოც­ნო­ბის უნა­რი, ამი­ტომ შარ­დის ნი­მუ­შის მი­ხედ­ვით შე­უძ­ლი­ათ შარ­დის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნის აღ­მო­ჩე­ნა, მაგ­რამ ვერ ად­გე­ნენ, მა­გა­ლი­თად წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნეს.

ფრთხილად!
ძუ­ებს თა­ვა­დაც ემარ­თე­ბათ სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის კი­ბო. თუ ძაღლს სხე­ულ­ზე რა­ი­მე კვან­ძებს შე­ნიშ­ნავთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თეთ ვე­ტე­რი­ნარს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?