როდესაც ლეკვები სახლიდან (ეზოდან) გარეთ გასვლას მოისურვებენ...
როდესაც ლეკვები სახლიდან (ეზოდან) გარეთ გასვლას მოისურვებენ...
სახ­ლი­დან გა­სულ ლეკვს ახა­ლი სამ­ყა­რო ელო­დე­ბა შე­სას­წავ­ლად, მაგ­რამ აც­რე­ბის კურ­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე ქუ­ჩა­ში ნუ გა­უშ­ვებთ _ ეზო­ში გყავ­დეთ. გა­რეთ შე­საძ­ლე­ბე­ლია ლეკ­ვის წვრთნის რე­ჟი­მის ახა­ლი ელე­მენ­ტე­ბით შევ­სე­ბა.

შინ გაწ­ვრთნა
თქვე­ნი ლეკ­ვი ეზოს პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან უნ­და გა­ეც­ნოს. რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­სი გა­რეთ გაყ­ვა­ნა წვრთნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი­ა. თუ და­ახ­ლო­ე­ბით და­ად­გენთ ლეკ­ვის ტუ­ა­ლე­ტის დროს და ამ დრო­ის­თვის სთხოვთ გა­რეთ გას­ვლას, იგი ამ მი­თი­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბას სწრა­ფად ის­წავ­ლის, რა­საც სხვა შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი­მე თვე დას­ჭირ­დე­ბო­და. თქვენ კი სახ­ლის გაწ­მენ­და ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად მო­გი­წევთ.


რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა
და­იწყ­ეთ რე­ჟი­მის შედ­გე­ნა – პირ­ვე­ლი, რა­საც
ძაღ­ლი უნ­და მი­აჩ­ვი­ოთ, არის ეზო­ში გას­ვლა: დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით სა­დი­ლის დროს, გვი­ან სა­ღა­მოს და, ბო­ლოს, ღა­მით,
სა­ნამ და­სა­ძი­ნებ­ლად წახ­ვალთ. შე­აჩ­ვი­ეთ ძაღ­ლი, რომ ტუ­ა­ლე­ტი ჰქონ­დეს ბა­ღის ერთ გარ­კვე­ულ ად­გი­ლას, უმ­ჯო­ბე­სია მა­გარ ზე­და­პირ­ზე, რომ­ლის გაწ­მენ­და და დე­ზინ­ფექ­ცია ად­ვი­ლი­ა.

ენერ­გი­ის­გან დაც­ლა
ეზო იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია ახალ­გაზ­რდა ძაღ­ლის­თვის ჭარ­ბი ენერ­გი­ის­გან და­საც­ლე­ლად.

შე­სა­ფე­რი­სი სა­თა­მა­შო­ე­ბი
ლეკ­ვე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად პო­უ­ლო­ბენ გა­სარ­თობ საგ­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ნამ­დვი­ლი სა­თა­მა­შო არ აქვთ. მა­თი უსაფ­რთხო­ე­ბის უზრუნ­ველ­სა­ყო­ფად მო­ა­მა­რა­გეთ ისე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბით, რაც მათ ზი­ანს არ მო­უ­ტანს.

ეზოს გაკ­ვე­თი­ლე­ბი
თუ შე­სა­ფე­რი­სი ეზო გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ და­იწყ­ოთ ლეკ­ვის წვრთნა _ ას­წავ­ლოთ გა­დაგ­დე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის მო­ტა­ნა (იხ. გვ. 32). რო­გორც კი ლეკ­ვი მი­ეჩ­ვე­ვა სა­ყე­ლურს, რა­საც ორი­ო­დე დღე სჭირ­დე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ ას­წავ­ლოთ სა­ბ­ლით სე­ირ­ნო­ბა. ამის გა­კე­თე­ბა ად­ვი­ლია ეზო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მას შე­მოვ­ლე­ბუ­ლი აქვს მე­სე­რი ან კე­დე­ლი, რაც ორი­ენ­ტი­რად გა­მოდ­გე­ბა სწორ­ხა­ზო­ვა­ნი სი­ა­რულის სას­წავ­ლად. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ თა­ვი­დან ლეკ­ვი უბ­რა­ლოდ ზურ­გზე გა­გორ­დე­ბა და სა­ბ­ლის დაღ­რღნას შე­ეც­დე­ბა _ ეს საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქცე­ვა­ა. იგი მა­ლე მიხ­ვდე­ბა, რა მო­ეთხ­ო­ვე­ბა. თუმ­ცა ზოგ­ჯერ მა­ინც გა­ი­წევს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმის მი­ხედ­ვით, სა­ი­დან სცემს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სუ­ნი.

სა­თა­მა­შოს წარ­თმე­ვა

ამ ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვერს მოს­წონს სა­თა­მა­შოს ღეჭ­ვა. თუ მი­სი გა­მორ­თმე­ვა გინ­დათ, არ გა­მოჰგ­ლი­ჯოთ, რად­გან ამით პირს და­უ­ზი­ა­ნებთ. შე­გიძ­ლი­ათ ას­წავ­ლოთ, რომ ბრძა­ნე­ბა­ზე და­აგ­დოს.

Zooclub

ვე­ლურ ბუ­ნე­ბას­თან შეხ­ვედ­რა
სამ­წუ­ხა­როდ, ლეკ­ვე­ბი ყო­ველ­თვის ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რა საფ­რთხე იმა­ლე­ბა ეზო­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა მძი­მე შე­დე­გით დას­რულ­დეს. თბილ ამინ­დში ლეკ­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ღი­ზი­ა­ნონ ფუტ­კრე­ბი ან კრა­ზა­ნე­ბი და ამ დროს ვერ მიხ­ვდნენ დაკ­ბე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბას. მათ­თვის ძალ­ზე მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ში­შია ნეს­ტრის ჩა­სო­ბა პი­რის ღრუ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, ყე­ლის არე­ში, რად­გან ამ დროს ქსო­ვი­ლი სივ­დე­ბა და სა­სუნქ გზებს კე­ტავს. თუ ლეკვს გა­რეთ თა­მა­შის შემ­დეგ უეც­რად გა­უძ­ნელ­დე­ბა სუნ­თქვა, მა­შინ­ვე ვე­ტე­რი­ნარს მი­ა­კითხ­ეთ. არა­ნაკ­ლებ სა­გან­გა­შო­ა, რო­დე­საც ლეკვს პი­რი­დან ქა­ფი გად­მოს­დის. შე­იძ­ლე­ბა ბაღ­ში პი­რი ჩა­ავ­ლო გომ­ბე­შოს, რომ­ლის კა­ნი შხა­მი­ან ნივ­თი­ე­რე­ბებს გა­მო­ყოფს მტა­ცებ­ლე­ბის­გან თავ­და­სა­ცა­ვად. თუ ლეკვს ნერ­წყვის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი გა­მო­ყო­ფა და­ეწყო, სას­წრა­ფოდ მი­მარ­თეთ ვე­ტე­რი­ნარს. ზო­გა­დად, ლეკ­ვი ამ ტი­პის გაკ­ვე­თი­ლებს სწრა­ფად იმახ­სოვ­რებს და მო­მა­ვალ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახ­ლოს არ გა­ე­კა­რე­ბა ასეთ არ­სე­ბებს. შე­ე­ცა­დეთ, თა­ვა­დაც და­ად­გი­ნოთ თქვე­ნი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი რე­გი­ო­ნის ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა შე­საძ­ლო საფ­რთხე­ე­ბი.

მარ­ტო თა­მა­ში
ეს პა­ტა­რა ბიგ­ლი ბურ­თით თა­მა­შით ტკბე­ბა. მი­სი ყუ­რე­ბი წა­მო­წე­უ­ლი და ჩა­მოყ­რი­ლი­ა, კუ­დი აპ­რე­ხი­ლი, წი­ნა თა­თი კი აწე­უ­ლი აქვს. ლეკვს შე­უძ­ლია გარ­კვე­უ­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის­ თავ­თან თა­მა­ში. ყუ­რადღ­ე­ბა მი­აქ­ცი­ეთ _ ბურ­თი ისე­თი ზო­მის უნ­და იყოს, რომ ძაღ­ლმა არ გა­დაყ­ლა­პოს.


რჩევა
არ­სე­ბობს დღე­ე­ბი, რო­დე­საც ლეკ­ვე­ბის წვრთნა გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?