სოციოლოგების აზრით, ძაღლის პატრონი მამაკაცები ქალებისთვის ბევრად მიმზიდველები არიან
სოციოლოგების აზრით, ძაღლის პატრონი მამაკაცები ქალებისთვის ბევრად მიმზიდველები არიან
ბოლო კვლევების თანახმად, ქალებისთვის შინაურ ცხოველთა მფლობელი მამაკაცები გამოიყურებიან ბევრად მიმზიდველები, მგრძნობიარენი და რომანტიულები, ვიდრე ისინი, რომლებსაც ოთხფეხა მეგობარი არ ჰყავთ.


კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  მამრობითი სქესის წარმომადგენელს უფრო დიდი შანსი აქვს, გოგონა დაითანხმოს შეხვედრაზე ან შეიტყოს მისი ნომერი, თუ გაცნობის პერიოდში ის შინაურ ბინადართან ერთად იმყოფება. მეტიც, თუ ძაღლი მოვლილი, კარგად გამოკვებილი და სიცოცხლით სავსეა - უარი პრაქტიკულად გამორიცხულია. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ საზოგადოების თვალში ძაღლთან ერთად მყოფ ადამიანს მზრუნველი, მგრძნობიარე და უბოროტო იმიჯი აქვს.

მამაკაცს, რომელსაც არ ჰყავს მეგობარი
გოგონა, მაგრამ ჰყავს ძაღლი, აღიქმება, როგორც კარგი და მზრუნველი მამა, რასაც საკუთარი ოთხფეხა მეგობრის მიმართ გამოხატავს. ასეთი მამაკაცები განსაკუთრებით ხიბლავთ გოგონებს, რომლებსაც შინაური ცხოველის მოფერება უყვართ.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ძაღლის მფლობელები იშვიათად უკავშირებენ საკუთარ ბედს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ცხოველები არ უყვართ. ისინი თვლიან, რომ მათ არ შეუძლიათ სხვებზე მზრუნველობა და სიყვარული.

თუმცა, ექსპერტების თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლის პატრონი შეიძლება, სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი კეთილი და მგრძნობიარე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. 

ასევე იხილეთ: 

შინაური ბინადარი დაგეხმარებათ შეიძინოთ ერთგული ადამიანები

რა შეიძლება გიამბოს ცხოველმა საკუთარი მფლობელის შესახებ?


როგორ ხსნიან ფსიქოლოგები იმ ადამიანის შინაგან ბუნებას, ვისაც კატები უყვარს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?