შინაური ბინადარი დაგეხმარებათ შეიძინოთ ერთგული ადამიანები
შინაური ბინადარი დაგეხმარებათ შეიძინოთ ერთგული ადამიანები
კვლევის თანახმად, შინაური ბინადრის ყოლა აუმჯობესებს ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას, ამასთანავე, არეგულრებს წნევას და ამცირებს სტრესს. ავსტრიის უნივერსიტეტის პროფესორმა ლიზა ვუდმა და მისმა კოლეგებმა კვლევებით დაამტკიცეს, რომ ცხოველის სახლში ყოლას იმაზე მეტი სარგებელი მოაქვს პატრონისთვის, ვიდრე ცხოველთა მფლობელებს წარმოუდგენიათ.

კვლევის საერთაშორისო ჯგუფმა ტელეფონის საშუალებით ჩაატარა 2500 ადამიანის გამოკითხვა, აშშ-ს ოთხ ქალაქსა და ავსტრიაში. კვლევამ აჩვენა, რომ შინაურ მფლობელთა 42% -ს სტრესული სიტუაციის დროს, ყოველთვის გვერდით ჰყავდათ ის ადამიანები, რომლებიც გაიცნეს თავიანთი ცხოველის დახმარებით, მაგალითად: ძაღლთან ერთად სეირნობის დროს, ვეტ-კლინიკაში და
ა.შ. მათი დახმარება სხვადასხვაგვარი იყო. ისინი ცხოველების მფლობელებს გარკევულ სიტიაუციებში აძლევდნენ რჩევებს, ეხმარებოდნენ სხვადასხვა პრობლემის
დაძლევაში და მეტიც, ამ ადამიანებს ცხოველთა მფლობელთათვის  ფინანსური დახმარებაც გაუწევიათ. 

Zooclub

ლიზა ვუდის თქმით, შინაური ბინადრები აუმჯობესებენ პატრონის სოციალურ გარემოს, ასევე აუმჯობესებენ მათ ფსიქოლოგიურ მდგობარეობას, რადგან ისინი ადამიანებს უანგაროდ ჩუქნიან დიდი სითბოსა და სიყვარულს.


ასევე იხილეთ:

ძაღლის პატრონი მამაკაცები ქალებისთვის უფრო მიმზიდველები არიან

აუტისტ ბავშვებს სასურველია ყავდეთ შინაური ცხოველი

ძაღლს შეუძლია იწინასწარმეტყველოს პატრონის ქმედება
natali
ასეა ნამდვილად ^_^
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?