სპეციალისტებმა ცხოველებისთვის კიბოს წამალი შექმნეს
სპეციალისტებმა ცხოველებისთვის კიბოს წამალი შექმნეს
ციმბირელმა მეცნიერებმა კატებისა და ძაღლებისთვის სარძევე ჯირკვლების კიბოსგან განკურნების ვაქცინა შექმნეს. მედიკამენტს შვიდი წლის განმავლობაში ცდიდნენ.

ამ წამალმა შესაძლოა, გადატრიალება მოახდინოს ონკოლოგიურად დაავადებული ცხოველების მკურნალობისას. თაგვებსა და ვირთხებზე ჩატარებულმა პრეკლინიკურმა ექსპერიმენტმა აჩვენა მედიკამენტის ეფექტურობა. დღეს, ვაქცინას უკეთებენ მკერდის სიმსივნით დაავადებულ ძაღლებსა და კატებს. მათ მდგომარეობას ვეტერინარები აკვირდებიან.

"სიმსივნის ოპერაციის შემდეგ, დაავადებული ცხოველები საჭიროებენ ქიმიოთერაპიას. უმეტესობა მათგანს, ეს პროცესი რთულად გადააქვს. ვაქცინა, რომელიც სპეციალისტებმა შექმნეს, ძაღლებსა და კატებს დაეხმარებათ, ორგანიზმში  გამოყონ საკუთარი ანტისხეულები. ეს ხელს შეუშლის ორგანიზმში სიმსივნის გავრცელებას", - წერს ციმბირის
საინფორმაციო სააგენტო.

ასევე, აღნიშნავენ, რომ კლინიკური ცდები შესაძლოა, ნახევარ წელიწადში დასრულდეს, რის შემდეგაც კიბოს წამალი
გაყიდვაში გამოვა. 

ასევე იხილეთ:

როგორ მივხვდეთ არის თუ არა ჩვენი ძაღლი ავად

თუ ძაღლს სველი ცხვირი აქვს, ის ჯანმრთელია - მითი თუ სინამდვილე?

ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება ძაღლებში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?