თბილისის ზოოპარკი ჰიპოპოტამი ბეგისთვის "ცოლებს" ჩამოიყვანს - "გვინდა, რომ გავამრავლოთ"
თბილისის ზოოპარკი ჰიპოპოტამი ბეგისთვის "ცოლებს" ჩამოიყვანს - "გვინდა, რომ გავამრავლოთ"
თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი ჰი­პო­პო­ტა­მი ბე­გის­თვის მდედ­რი ჰი­პო­პო­ტა­მე­ბის ("მეუღლეებს") ჩა­მოყ­ვა­ნას გეგ­მავს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში გა­ნუ­ცხა­დეს, ჰი­პო­პო­ტა­მე­ბის ჩამოყვანასთან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყე­ბა, რაც ახა­ლი ზოოპარკის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფ­რი­კუ­ლი სა­ვა­ნი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, ჰიპოპოტამებისთვის ვო­ლი­ე­რე­ბის აშე­ნე­ბას და­ი­წყე­ბენ.

"ახლა ვა­კე­თებთ მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბის ავი­ა­რი­უმს. ავი­ა­რი­უ­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, აფ­რი­კის სა­ვა­ნის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა. მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე უკვე და­ვი­წყებთ ფიქრს ჟი­რა­ფე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზეც. ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბი მხო­ლოდ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძლევს, რომ წე­ლი­წად­ში მაქ­სი­მუმ ერთი ან ორი ვო­ლი­ე­რი ავა­შე­ნოთ. ბო­ლოს ჩამოვიყვანეთ და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ კავ­კა­სი­უ­რი ჯიხ­ვე­ბი და დომ­ბა, რომ­ლე­ბიც ახალ ზო­ო­პარკში გან­თავ­სდნენ. მათ­თან ერ­თად ახალ ზო­ო­პარკში უკვე არი­ან: დათვები, მგლე­ბი, ირ­მე­ბი, ნი­ა­მო­რე­ბი,
ფო­ცხვე­რე­ბი და აფრიკული მო­ხა­ტუ­ლი ძაღ­ლე­ბი.


ჩვენ ცხოვ­რელს არ ვყი­დუ­ლობთ, ჩვენ ცხო­ველს გვჩუქ­ნი­ან და ამ ცხო­ველს, ბუნებრივია,
უნდა და­ვახ­ვედ­როთ ვო­ლი­ე­რი, სა­დაც გან­თავ­სდე­ბი­ან. როცა ვი­წყებთ ხოლ­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბას, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ვწყვეტთ, რა სა­ხე­ო­ბა გვინ­და შევ­მა­ტოთ ზო­ო­პარკს, არ­სე­ბობს კო­ლექ­ცი­ის გეგ­მა, რა­ტომ გვინ­და გვყავ­დეს ესა თუ ის ცხო­ვე­ლი. შემ­დეგ მი­დის ამ სა­ხე­ო­ბის მო­ძი­ე­ბა და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ამ ვო­ლი­ე­რის მშე­ნებ­ლო­ბა. ჯერ გა­დარ­თუ­ლე­ბი ვართ ავი­ა­რი­უ­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და რად­გან, უსახ­სრო­ბის გამო, პა­რა­ლე­ლუ­რად ბევრ რა­მეს ვერ ვა­კე­თებთ ერ­თად, ჯერ­ჯე­რო­ბით უახ­ლო­ეს მომავალში რა­ი­მე ახ­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა არ იგეგ­მე­ბა. თუმ­ცა, გვსურს ჩვე­ნი ჰიპოპოტამისთვის მდედ­რი ჰი­პოს ჩა­მოყ­ვა­ნა. გვყავს უკვე კან­დი­და­ტუ­რე­ბიც. ამ ეტაპ­ზე ვერ ჩა­მოგ­ვყავს, იმი­ტომ რომ არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე, რო­მელ­შიც ახლა არის ჩვე­ნი ბეგი მო­თავ­სე­ბუ­ლი, არ არის საკ­მა­რი­სი არა­თუ ორი და სა­მის­თვის, ერ­თის­თვი­საც კი. სა­მო­მავ­ლოდ, გვინ­და, რომ გა­ვამ­რავ­ლოთ", - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს ზო­ო­პარკში.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­დის მი­ი­ღებს ახა­ლი ზო­ო­პარ­კი პირ­ველ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს, ჯერ­ჯე­რო­ბით თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის პრეს­სამ­სა­ხურ­ში ამის და­კონ­კრე­ტე­ბა უჭირთ.

ავ­ტო­რი: ქეთი გი­გო­ლაშ­ვი­ლი, AMBEBI.GE
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?