28-29 სექტემბერს თბილისში ვეტერინართა კონფერენიცია გაიმართება
28-29 სექტემბერს თბილისში ვეტერინართა კონფერენიცია გაიმართება
28-29 სექტემბერს თბილისში ვეტერინართა კონფერენიცია გაიმართება, რომელიც წვრილი ცხოველების პრობლემებს შეეხება .

GEOSAVA (წვრილი ცხოველების ვეტერინართა საქართველოს ასოციაცია) საქართველოს ყველა ვეტერინარს იწვევს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.


დღეს, 28 სექტემბერს კონფერენციაზე (მის: ვაშლიჯვარი, მარშალ გელოვანის 6ა) მოხსენებით მოწვეული სტუმრები გამოვლენ:

მოხსენების თემა:

ენდოკრინოლოგია-შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძაღლებში და კატებში.
ძაღლების ჰიპერთირეოზი,
ძაღლების ჰიპოთირეოზი,
მომხსენებელი: ნატალია იგნატენკო (უკრაინა)

დერმატოლოგია;
ჯიშობრივი დერმატოზები:
მომხსენებელი:ტინა ტომეტ (ესტონეთი)


ხოლო ხვალ, 29 სექტემბერს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში ჩატარდება მასტერ-კლასი ორთოპედიაში:

მასტერ-კლასის თემა მხრის სახსარი, იდაყვის სახსარი.
მასტერ-კლასს ვლადლენ უშაკოვი (უკრაინა) ჩაატარებს.


შეგახსენებთ, რომ GEOSAVA , წვრილი ცხოველების ვეტერინართა საქართველოს ასოციაცია, ამა
წლის 15 სექტემბერს ერთხმად იქნა მიღებული WSAVA-ში, წვრილი ცხოველების ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციაში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?