თბილისის ზოოპარკმა, საქართველოში გავრცელებული საფთხეში მყოფი გარეული სახეობების გადასარჩენად, ფათრომასშტაბიანი კამპანია დაიწყო
თბილისის ზოოპარკმა, საქართველოში გავრცელებული საფთხეში მყოფი გარეული სახეობების გადასარჩენად, ფათრომასშტაბიანი კამპანია დაიწყო
თბილისის ზოოპარკმა საქართველოში გავრცელებული, საფრთხეში მყოფი გარეული სახეობების გადასარჩენად, ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. პროექტი ინიციატორებმა 11 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე წარადგინეს. კამპანიასთან დაკავშირებით 11 და 12 ოქტომბერს, თბილისის ზოოპარკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით, ჩატარდა კონფერენცია - "სახეობათა კონსერვაცია და გარეული ცხოველების დაავადებები". კონფერენციაში მონაწილეობდნენ უცხოელი მეცნიერები (ნიდერლანდები, იტალია), ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN)) სახეობათა გადარჩენის კომისიის წევრები, თბილისის ზოოპარკის მეცნიერ-თანამშრომლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევრები, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "NACRES"-ის ექსპერტები.

კამპანია "თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტ
"ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის" (BIOFIN) ხელშეწყობით ხორციელდება. კამპანიის მიზანია საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კონსერვაციისთვის
ფინანსების მოძიება და საზოგადოების ჩართვა ფაუნის ადგილობრივი წარმომადგენლების გადარჩენის პროცესში. პროექტის ფარგლებში იგეგმება კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის კონსერვაცია, რაც სახეობის საბინადრო არეალის შესწავლას, ინდივიდების გამრავლებას და შემდგომ რეინტროდუქციას, ანუ ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, დაწყებულია დაობლებული ბელების რეაბილიტაციის პროექტი.

წყარო: თბილისის ზოოპარკი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?