,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილების საფუძველზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში შეჩერდება:
• მოქალაქეთა და სხვა მესამე პირთა სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში და ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მიღება;
• მოქალაქეთა განცხადებების მატერიალური სახით მიღება. თუმცა, აღნიშნული ქმედების განხორციელება შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფორმით; (my.municipal.gov.ge)
•
შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს და რეაგირება მოახდინოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ საჩივრებზე.
გთხოვთ, სააგენტოს მიმართოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც საფრთხე ემუქრება ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ირღვევა ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პირობები, ცხოველის მიერ ადამიანის ან/და სხვა ცხოველების დაკბენა/დაკაწვრა/დადორბლის შემთხვევაში და სხვა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თქვენ და თქვენს ოთხფეხა მეგობრებს ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.