ვალენტინობას დაბადებული ხბო შუბლზე გულით
ვალენტინობას დაბადებული ხბო შუბლზე გულით
14 თებერვალს ანტრიმის საგრაფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) დაიბადა ხბო, რომელსაც შუბლზე გულის ფორმის ლაქა აქვს. "როგორც ჩანს, წმინდა ვალენტინიმ ცხოველი სიყვარულის სიმბოლოთი დააჯილდოვა".

ფერმერმა ჯეიმს მაკელოიმ ულამაზესი ხბო უცნაური სახელით დაარეგისტრირა. ვალენტინობას დაბადებულ ფერმის ცხოველს პატრონმა "გახდი ჩემი ვალენტინი" დაარქვა.

მაკელოი აღნიშნავს, რომ მის ფერმაში ამ დრომდეც დაბადებულან ხბოები შუბლზე მსგავსი ფორმით, მაგრამ "დღე ყველაფერს ცვლის", რადგან ეს წლის ყველაზე რომანტიკული დღეა.

ფერმერმა შვილები ვალენტინთან ერთად გადაიღო და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა, რის შემდეგაც პატარა ფერ
მის ბინადარი სწრაფად გახდა პოპულარული.

Zooclub

მაკოლეის თქმით, მის შვილებს -  ჯეკს, ემილისა და ჰარის ხბოებთან თამაში ძალიან მოსწონთ. ირლანდიელი სასიამოვნოდ გაოცებულია, რადგან
მისი ფერმის შესახებ თითქმის მთელმა ქვეყანამ გაიგო და ეს მისი ხბოს დამსახურებაა, რომელსაც შუბლზე გულის ფორმის ლაქა აქვს.

Zooclub
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ალბათ სიყვარულის დღეს გააკეტა მამა ბუღამ? მაგრა კი გაარტყა აი...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?