ხბო, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია (+ვიდეო)
ხბო, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია (+ვიდეო)
ქალმა ფერმიდან გადაარჩინა ხბო. ცხოველი წაიყვანა სახლში და თავი ძაღლთან ერთად ზრდის. უდედოდ დარჩენილმა პატარა ცხოველმა ძაღლის ქცევები აითვისა.

შეილი ჰობსმა, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს, ახალშობილი ხბო აიყვანა. ცხოველი სუსტი და ავადმყოფი დაიბადა, ამიტომ ფერმერებმა მასზე უარი თქვეს. შეილის დამსახურებით, ხბო საუკეთესო ვეტერინარებთან მკურნალობდა. პატრონმა მას გოლიათი დაარქვა. მის გარდა სახლში გერმანული დოგი, სახელად ლეონისიც ბინადრობს. ძაღლი იმდენად დაუმეგობრდა ხბოს, რომ ის მთელი დღეები მის გვედით იწვა, ლოკავდა და ასე ამხნევებდა ავადმყოფ ცხოველს.

Zooclub

გოლიათი გამოჯანმრთელების შემდეგ მთელ დღეებს ლეონისთან ერთად ეზოში
ატარებდა. ერთ დღეს, შეილი რამდენიმე წუთით სახლიდან გავიდა, შინ დაბრუნებულს ხბო დივანზე ძაღლივით მწოლიარე დახვდა.
შეილის თქმით, გოლიათს მოსწონს, როცა ბეწვს ვარცხნიან და დიდი სიამოვნებით მიირთმევს ძაღლის საკვებს.

პატრონმა მას აჩუქა ძაღლის ყელსაბამი, რომელსაც გოლიათი ამაყად ატარებს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ბავშვები, რომლებსაც გონიათ, რომ ცხოველები არიან

მელიას თავი ძაღლი ჰგონია

როგორ ცხოვრობს ენოტი, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?